მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქვეყანაში ფარმაცია და ზოგადად, მკურნალობის ხარისხი, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია
საქართველოში ფარმაცია და ზოგადად მკურნალობის ხარისხი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ზოგიერთ წამალს ინსტრუქციაში უწერია, რომ გამოცდილი არ არის.

ქვეყანაში ფარმაცია და ზოგადად, მკურნალობის ხარისხი, საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული რეფორმები შეაფასა და საკუთარი აზრი გამოთქვა ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ნეონატოლოგმა ნატო გორგაძემ.

ექიმის განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლი და ზოგადად, ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია აპრობირებული და ნამდვილად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოშ ამ რგოლის მნიშვნელობის წამოწევა.

„ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას მივესალმები. ვფიქრობ, რეფორმის შედეგად ადამიანებს ზუსტად ეცოდინებათ, თუ ვის უნდა მიმართონ კონკრეტულად, ანუ ოჯახის ექიმის ისნსტიტუტი, საჭიროების შემთხვევაში, მას კვალიფიციურად გადაამიოსამართებს ვიწრო სპეციალისტთან.

დღემდე ხშირად ხდება ისე, რომ პაციენტები ჯერ ერთი პროფილის ექიმთან მიდიან, შემდგომ მეორესთან და ასე დადიან უგზოუკვლოდ. მათ არ იციან ზუსტად, თუ რა პროფილის ექიმი ესაჭიროებათ. ოჯახის ექიმი კი უნდა შედგეს ზოგადი განათლების მქონე მედიკოსად, რომელიც ეხმარება პაციენტებს, თუ მათ კონკრეტულ ჩივილს რა პროფილის ექიმი ესაჭიროება. ეს რეფორმა ხარჯეფექტურობასაც გაზრდის, რადგან პაციენტები რამდენიმე სხვადასხვა პროფილის ექიმთან ტყუილად სიარულში ზედმეტ თანხებს აღარ დახარჯავენ.

ნატო გორგაძემ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებისთვის საჭირო წინაპირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექიმის მოტივაციის გასაზრდელად აუცილებელია მას ჰქონდეს ნორმალური ანაზღაურება, რაც მკურნალობის ხარისხზეც მნიშვნელოვნად აისახება.

„ამ რგოლის წარმატებისთვის აუცილებელია მედიკოსებს ჰქონდეთ ნორმალური ხელფასი, რათა მოტივაცია გაეზარდოთ. მოგეხსენებათ, დაბალი ხელფასის პირობებში მოტივაციაც დაბალია და ხარისხიც არ არის ისეთი კარგი, როგორც უნდა იყოს რეალურად. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია.

ასევე საჭიროა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვაც და ეს არ ეხება მხოლოდ ოჯახის ექიმებს. გარკვეული ტრენინგები და გადამზადების ეტაპები საჭიროა ჩაუტარდეს ყველა ექიმს. მსგავსი სატრენინგო ინსტიტუტები იყო ადრე, მაგრამ ეხლა ისინი აღარ არსებობს. ასევე 5 წელიწადში ერთხელ ექიმებს უტარდებოდათ გარკვეული ტესტირებები. კარგი იქნება, თუ ეს პრაქტიკა ისევ დაბრუნდება. ექიმების პროფესიონალიზმის კონტროლი აუცილებლად უნდა ხდებოდეს, მიაჩნია მედიკოსს.

გორგაძემ წამლის ხარისხსა და ფასებზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოში, რეალურად, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი არ ხდება.

„წამლის ფასებზე უნდა ვთქვა, რომ ძალიან მაღალია. წამლის ხარისხიც არსად მოწმდება და მედიკოსებიც სცოდავენ, როცა დანიშვნითაც შეუსაბამოდ უნიშნავენ პაციენტებს. საქართველოში არანაირი კონტროლი ფარმაციაში არ არსებობს. ისეთი წამლებიც კი იყიდება, რომელსაც FDA საერთოდ არ აღიარებს და ნუსხაშიც კი არ აქვს.

საქართველოში ფარმაცია და ზოგადად მკურნალობის ხარისხი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. ზოგიერთ წამალს ინსტრუქციაში უწერია, რომ გამოცდილი არ არის, ანუ არ აქვს საცდელი ეტაპი გავლილი და მასზე არ მომხდარა ხანგრძლივი დაკვირვება. ადამიანმა არ იცის რას სვამს რეალუად. ეს საკითხი ყველაზე სუსტი რგოლია ჩვენს ჯანდაცვაში“, – აცახდებს გორგაძე.

presa.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …