მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში (მის: ი.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს და კავკასიის  ონკოსაზოგადოება  H.O.P.E -ს ორგანზებით, ონკოლოგებისა და პაციეტების კონფერენცია გაიმართება.  ღონისძიებაზე ოწვეული სტუმრები შეაფასებენ დღეს არსებულ მდგომარეობას და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე  კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.  თემა: ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“კვლავინდებურად აქტუალურია.

კონფერენცია პრეზენტაციებისა და თემების განხილვის ფორმატში მოეწყობა, რომელშიცმონაწილეობას მიიღბენ ექიმები, პაციენტები დამედია.

კონფერენციას გახსნის  კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდდენტი ანა მაზანიშვილი,რომელიც მოწვეულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კუთხით არსებულ ხარვეზებსა და მის გადაჭრის გზებს.

შეხვედრაზე მოხდება „კიბოს ეროვნული სკრინინგის 2022 წლის შეჯამება“, რომელსაც ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე წარადგენს. ძუძუს კიბოს ადრეუილი დიაგნოსტიკაზე, ძუძუს კიბოს პრევენციაზე, რისკფაქტორბზე, მათ შორის საკვერცხის კიბოს რისკ-ფაქტორებსა და მართვაზე, BRCA ტესტირების მნიშვნელობა საკვერცხისა და ძუძუს კიბოს დროს, კუჭნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებო, რისკფაქტორები და მართვაზე, ისაუბრებენ ონკოლოგები ნია შარიქაძე, თამარ მელქაძე, ნანა ჩიხლაძე, ქეთევან ძინძიბაძე, ნინო ჩოგოვაძე და ქეთევან მაისაია.

კონფერენციაზე განიხილება თემები როგორიცაა, პერსონალიზებული მედიცინა-ნაბიჯი წინ ონკოლოგიაში, ჯანსაღი კვების მნიშვნელობა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია ონკოპაციენტებისთვის და მის აუცილებლობა. დასასრულს გაიმართება დისკუსია.

„სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის  პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით. დღევანდელი ონკოსაზოგადოების შეხვედრის მიზანს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ სახელმწიფო სტურუქუტრებს დაავადების სიმწვავე, მის მართვასა დ ამკურნალობაში  არსებული ხარვეზები და მხარდაჭერის აუცილებლობა, განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი,ანა მაზანიშვილი.

ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვემედიცინის ერთერთი ყველაზე აქტუალურიპრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობისმაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავაღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდებაონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალიშემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიურიდაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვიმთლიანად შეადგენს 60 მილიონს. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთულიდა ხანგრძლივი პროცესია. ონკოლოგიაში სადღეისო  მიღწევები  იძლევა ეფექტური მკურნალობისსაშუალებას. უფრო მეტიც, ადრეულ ეტაპზე დაწყებული დროული და სწორი მკურნალობა, ზოგიერთი კიბოს დროს, განკურნების შანსს წარმოადგენს.

ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

 

იხილეთ ასევე

კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტზე მუშაობა განახლდა

ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი, რომლის განხორციელება ჩინურ მხარესთან ერთად კახეთში იგეგმებოდა, შეფერხების მიუხედავად განახლდება. ამის …