მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტზე მუშაობა განახლდა

კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტზე მუშაობა განახლდა

ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი, რომლის განხორციელება ჩინურ მხარესთან ერთად კახეთში იგეგმებოდა, შეფერხების მიუხედავად განახლდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პროექტის შეფერხების მიზეზი პანდემიაა.

„ორი ფსიქიატრიული დაწესებულების აშენება იგეგმება კახეთში. პროექტი იყო ჩინურ მხარესთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-2021 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და, ვფიქრობ, პროექტი, რაც მათთან ერთად იყო, შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ბედიანში 3-4 თვეში ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება გვექნება და ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან.

მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა, საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, საწოლების რაოდენობა, სულ მცირე, გასაორმაგებელია.

„საუბარი არ არის მხოლოდ ფიზიკურად გაორმაგებაზე. ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, დიდი ზომის ინსტიტუციები არ შეიძლება, 200-300 პაციენტი არ უნდა იყოს ერთად. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ გეგმა და 30-50 პაციენტზეა საუბარი. ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება ოთხი მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან,“ – აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …