მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაიზარდა – სპეცისლისტის გაფრთხილება მშობლებს 

მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაიზარდა – სპეცისლისტის გაფრთხილება მშობლებს 

ტრადიციული სიგარეტის მოხმარებამ დაიკლო, მაგრამ ახალი პროდუქტების მოხმარება გაიზარდა.

ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ცენტრის” დირექტორმა გიორგი მაღრაძემ, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ძალაში შესვლიდან 5 წლის თავზე მიღებული შედეგების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საგანგაშოა, რომ მოხმარება მოზარდ თაობაში გაიზარდა.

„12 წლიდანაც კი აქვთ უკვე გასინჯული და საკმაოდ რეგულარულად მოიხმარენ. ისეა წარმოდგენილი, რომ, თითქოს, ეს პროდუქტები ნაკლებად ზიანისშემცველია. ვიცით ფაქტები, როდესაც მშობლებმა იციან, რომ მათი შვილები მოიხმარენ და ამაზე დიდად რეაქცია არ აქვთ. ეს ინფორმაციული ვაკუუმი ამოსავსებია. საჭიროა, სახელმწიფომ მუდმივი, კარგად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია განახორციელოს.
თამბაქოს ახალ პროდუქტებზე ინფორმაციის ნაკლებობაა. არადა, არის ბევრი კვლევა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ეს პროდუქტები უსაფრთხო სრულებითაც არაა. მაგალითად, აშშ-ში იყო შემთხვევები, როცა ადამიანები ფილტვის უკმარისობის დიაგნოზით იღუპებოდნენ. როდესაც გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ ყველა პაციენტი ელექტრონულ სიგარეტს და მსგავს პროდუქტებს მოიხმარდა, რომლის შემადგენლობაშია E ვიტამინის აცეტატი, ასევე, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ანუ კანაფის ზეთის ნაწარმები. ერთობლიობაში ეს პროდუქტები ფილტვის განლევას იწვევდა. “ევოლი” – ამ დაავადებასთან დაკავშირებით ასეთი სახელი დამკვიდრდა, რომელიც ელექტრონული სიგარეტებით გამოწვეულ ფილტვის დაავადებას აღნიშნავს. ასევე, ბევრი კვლევაა, რომელიც ამ პროდუქტების გულსისხლძარღვთა სისტემაზე გავლენას გვიჩვენებს, ასევე, მძიმედ მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, განსაკუთრებით – მოზარდებში”, – განაცხადა მაღრაძემ.

ამასთან, მისივე განცხადებით, “თამბაქოს კონტროლის” კანონის აღსრულებამ საკმაოდ ხელშესახები ცვლილებები მოიტანა და რაც ყველაზე თვალსაჩინოა, არის ის, რომ საჯარო სივრცეები თამბაქოს კვამლისგან გათავისუფლდა.

იხილეთ ასევე

კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტზე მუშაობა განახლდა

ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი, რომლის განხორციელება ჩინურ მხარესთან ერთად კახეთში იგეგმებოდა, შეფერხების მიუხედავად განახლდება. ამის …