მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ზაზა წერეთელი: საქართველომ პანდემია მეტ-ნაკლებად წარმატებულად მართა

ზაზა წერეთელი: საქართველომ პანდემია მეტ-ნაკლებად წარმატებულად მართა

5 მაისის შემდეგ, როცა ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა, მსოფლიო პანდემიის დასრულებულად გამოცხადების მოლოდინშია. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში დააანონსა, რომ პანდემია დასრულებულად წელს, „რაღაც მომენტში“ გამოცხადდება.

”დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვაცხადებ COVID-19 დასრულებას, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის მოხსნას ვაცხადებ,” – განაცხადა მან.
მისივე თქმით, სტატუსის მოხსნა არ ნიშნავს, რომ Covid-19 აღარაა საფრთხე ადამიანებისთვის და აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტების გავრცელების რისკი კვლავ არსებობს.

ამ ფონზე, სპეციალისტები საქართველოს მიერ პანდემიის მართვას აფასებენ.

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლის ზაზა წერეთლის შეფასებით, საქართველომ პანდემია მეტ-ნაკლებად წარმატებულად მართა, მითუმეტეს  ეკონომიკური სიტუაციისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

„შეიძლება ჩაითვალოს, მეტ ნაკლებად წარმატებულად მოხდა პანდემიის მართვა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები, რაც განსაკუთრებით შეეხებოდა ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესსა და დაბალ მოცვას. გარდა ამისა, ის რეგულაციები, რომლებიც ხორციელდებოდა, ზოგჯერ იყო დაგვიანებული და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებებს, ამიტომ ჭირდა ხოლმე ამ ღონისძიებების გატარება. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობას, შეიძლება ითქვას, რომ ალბათ იმ მონაცემებით, რაც ქვეყანას აქვს, მან მოახერხა პანდემიასთან ასე თუ ისე გამკლავება,“ – განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის დასრულების მიუხედავად, მაღალი რისკის პაციენტებისთვის კოვიდი კვლავ საფრთხედ რჩება. წერეთელი ამბობს იმასაც, რომ ეს ვირუსი

ჯერ სეზონურ ინფექციად არ ჩამოყალიბებულა და ტალღებად მიმდინარეობს.

 

იხილეთ ასევე

“დიდი აფეთქება” დასასრულს უახლოვდება: ჩინეთში COVID-19-ით გარდაცვალების და დამძიმების შემთხვევები 90%-ით შემცირდა

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები 90%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ …