მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » FBI-ს ვერსიით, პანდემია უჰანის ლაბორატორიაში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია

FBI-ს ვერსიით, პანდემია უჰანის ლაბორატორიაში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია

კორონავირუსის პანდემია, დიდი ალბათობით, გამოიწვია „შესაძლო ლაბორატორიულმა ინციდენტმა“ ჩინეთში, კერძოდ კი უჰანში – ამის შესახებ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორმა ქრისტოფერ რეიმ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საუბარია „გაჟონვაზე იმ ლაბორატორიიდან, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება აკონტროლებს.“

რეის აზრით, ჩინეთის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს აშშ-ისა და პარტნიორების მცდელობებს პანდემიის გამომწვევი მიზეზების დადგენაში.

„ეს ყველასთვის სამწუხაროა,“ – განაცხადა FBI -ს ხელმძღვანელმა.

რეიმ ეს განცხადება The Wall Street Journal-ში ცნობილი სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე გააკეთა. სტატიის თანახმად, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მოსაზრებით, პანდემიის დაწყების მიზეზი ლაბორატორიული ფაქტორებია. ამასთან, WSJ-ის მონაცემებით, სამი სადაზვერვო სააგენტო მხარს უჭერს პანდემიის დაწყების მიზეზების ბუნებრივ ვერსიებს. ორი სააგენტო კი ამ საკითხზე ამ დრომდე ჩამოუყალიბებელია.

ჩინეთის წარმომადგენელმა მაო ნინმა, აღნიშნული სტატიის კომენტარისას, მოუწოდა მხარეებს, შეწყვიტონ პეკინის დისკრედიტაცია და კორონავირუსის წარმოშობის საკითხის პოლიტიზირება. მან შეახსენა ოპონენტებს, რომ ჯანმომ კორონავირუსის ლაბორატორიულ წარმომავლობას ნაკლებ სავარაუდო უწოდა.

უახლესი მონაცემებით, კოვიდპანდემიის პერიოდში მსოფლიოში 675 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 6,9 მილიონი პაციენტი.

იხილეთ ასევე

“დიდი აფეთქება” დასასრულს უახლოვდება: ჩინეთში COVID-19-ით გარდაცვალების და დამძიმების შემთხვევები 90%-ით შემცირდა

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები 90%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ …