მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში ეპიდ-სტატისტიკის არარსებობა “ჯანსაღი” მოვლენა არ არის

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანაში ეპიდ-სტატისტიკის არარსებობა “ჯანსაღი” მოვლენა არ არის

მსოფლიოში გრიპის ყოველდღიურ სტატისტიკას არცერთი ქვეყანა არ მიმართავს და ეს  გასაგებია, რადგან არ სურთ ადამიანების დასტრესვა, თუმცა არსად არაა ისეთი სიტუაცია, როგორიც საქართველოშია, სადაც ინფორმაცია საერთოდ არ ვრცელდება და არც ესაა ჯანსაღი. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა და აღნიშნა, რომ სწორად არ მიაჩნია ის, რო ქვეყანას თუნდაც ერთკვირიანი ან ერთთვიანი შემაჯამებელი დოკუმენტი არ აქვს.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში კოვიდ-სტატისტიკა არ ქვეყნდება. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საიტზე აღარაა გამოქვეყნებული გრიპისა და სეზონური ვირუსების გავრცელების მონაცემები. როგორც კულუმბეგოვი ამბობს, სპეციალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გრიპით მიმდინარე სეზონზე ორი პაციენტი გარდაიცვალა, რაც არაა მაღალი მაჩვენებელი, თუმცა საყურადღებოა. მისი რეკომენდაციაა, პაციენტებმა სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს, რადგან როგორც კოვიდ 19-ის, ისე გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები ქვეყანას აქვს.

ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირუსის ახალი შტამის, ე.წ. კრაკენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი შტამების გამოჩენაში საგანგაშო არაფერია, რადგან „შტამები არ გამოილევა, სანამ ეს ინფექცია იქნება.“ მისი განმარტებით, „კრაკენს“ გავრცელების სწრაფი უნარი აქვს, თუმცა, როგორც სხვადასხვა ქვეყნის სტატისტიკა აჩვენებს, ამას არ მოსდევს ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის შემთხვევების მატება.

იხილეთ ასევე

“დიდი აფეთქება” დასასრულს უახლოვდება: ჩინეთში COVID-19-ით გარდაცვალების და დამძიმების შემთხვევები 90%-ით შემცირდა

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები 90%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ …