მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში თამბაქოს წარმოებაში მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული – ჯანმოს გაფრთხილება

მსოფლიოში თამბაქოს წარმოებაში მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული – ჯანმოს გაფრთხილება

ჯანმო თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ გამოდის, რომელიც, ორგანიზაციის განცხადებით, თამბაქოს მწარმოებელი ფერმერების ინტერესებს იცავს. ჯანმო აცხადებს, რომ ინდუსტრია, გარკვეული ჯგუფების საშუალებით, ფერმერებს „სავალო მონობაში“ ამყოფებს, აწარმოებს თამბაქოს პროპაგანდას და მის ეკონომიკურ სარგებელს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.

ჯანმოში ამბობენ, რომ თამბაქო მხოლოდ მის მომხმარებელს არ აზარალებს. მის წარმოებასთან დაკავშირებული პროცესები დაავადებებს იწვევს თავად ფერმერებში, საუბარია ფილტვების ქრონიკულ დაავადებებსა და ნიკოტინით მოწამვლაზე, რაც „მწვანე თამბაქოს დაავადების“ სახელითაა ცნობილი. ამასთან, მთელ მსოფლიოში თამბაქოს წარმოებაში მილიონზე მეტი ბავშვია ჩართული.

„ყოველ მეოთხე ფერმერს, რომელსაც თამბაქო მოჰყავს, მწვანე თამბაქოს დაავადება აქვს. ეს ავადმყოფობა ვითარდება ნიკოტინის კანში შეწოვის გზით, თამბაქოს ფურცლების გადამუშავების პროცესში, შემდეგ კი მთელ ორგანიზმში ვრცელდება. ზოგიერთი სიმპტომი კი გამოიხატება რეფლექტურ გულისრევაში, თავბრუსხვევაში, თავისა და მუცლის ტკივილში, და ისინი საშუალოდ ერთიდან სამ დღემდე გრძელდება,“ – ნათქვამია ჯანმოს მოხსენებაში.

„თუკი თამბაქოს მაგივრად საკვების გაზრდას ავირჩევთ, ჩვენ პრიორიტეტს მივანიჭებთ ჯანმრთელობას, შევინარჩუნებთ ეკოსისტემას და გავაძლიერებთ სასურსათო უსაფრთხოებას ყველასთვის,“ – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანი სურსათის დეფიციტის პრობლემის წინაშე დგას. ამასთან, მიწის 3 მილიონზე მეტი ჰექტარი 120-ზე მეტ ქვეყანაში თამბაქოს მოსაყვანად გამოიყენება იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ადამიანები შიმშილობენ.

დღემდე მიიჩნეოდა, რომ თამბაქოს მოყვანა ძირითადად აზიისა და სამხრეთ ამერიკის პრობლემაა. თუმცა თამბაქოს წარმოების 55%-ზე მეტი მოდის ბრაზილიაზე, ჩინეთსა და ინდოეთზე.

ამასთან, თამბაქოს კომპანიებმა ბოლო პერიოდში აქტიურად აითვისეს აფრიკის საწარმოო შესაძლებლობები.

მაგალითად, 2005 წლიდან ფერმერთა მიწები, რომლებზეც თამბაქო მოჰყავთ, აფრიკის კონტინგენტზე თითქმის 20%-ით გაიზარდა იმ პირობებში, როცა მსოფლიოში 15%-ზე მეტად შემცირდა.

ჯანმო და გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია მხარს უჭერენ ინიციატივას, რომელიც 5 ათას ფერმერს კენიასა და ზამბიაში საშუალებას მისცემს, თამბაქოს ნაცვლად საკვების მოყვანაზე გადავიდნენ.

იხილეთ ასევე

tedr

ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19 გლობალურად აღარ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას. ”დიდი …