ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19 გლობალურად აღარ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას.
”დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვაცხადებ COVID-19 დასრულებას, როგორც გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის მოხსნას ვაცხადებ,” – განაცხადა მან.
მისივე თქმით, სტატუსის მოხსნა არ ნიშნავს, რომ Covid-19 აღარაა საფრთხე ადამიანებისთვის და აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტების გავრცელების რისკი კვლავ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ ჯანმომ კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა მსოფლიოში 2020 წლის 30 იანვარს, პანდემია კი 11 მარტს გამოაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსმა ოფიციალური სტატისტიკით 7 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა რეალური ციფრები გაცილებით მაღალია და საუბარია მინიმუმ 20 მილიონ ადამიანზე.