მთავარი » მსოფლიო » Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა აქციონერთა კრებაზე განაცხადა. მის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს.

„ჯანდაცვის უფლება საზოგადო უფლებაა და ჩვენ ვართ სამედიცინო დახმარების სისტემის ნაწილი… ჩვენ ამას ვაკეთებთ როგორც რუსეთში, ისევე როგორც უკრაინაში,“ – განაცხადა მან.

ჯეიკობსმა ასევე აღნიშნა, რომ Philips-ის საქმიანობა რუსეთში კონცენტრირებულია საავადმყოფოს მოწყობილობების მიწოდებასა და მომსახურებაზე. საუბარია ისეთ აპარატურაზე, როგორიცაა მაგალითად სკანერები. ამავდროულად კომპანიამ შეწყვიტა ქვეყანაში პირადი ჰიგიენის საშუალებების გაყიდვა, გარდა მშობიარის მოვლის საშუალებებისა. მისივე თქმით, რუსეთში კომპანიის საქმიანობა მომგებიანი არ არის.

გასული წლის ნოემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Philips-ი იმ მსხვილი საერთაშორისო კომპანიების სიაში შეიყვანა, რომლებიც მან რუსეთში საქმიანობის შედეგად „სისხლიანი მოგებების“ მიღებაში დაადანაშაულა.

იხილეთ ასევე

tedr

ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19 გლობალურად აღარ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას. ”დიდი …