მთავარი » მსოფლიო » ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ „მაიმუნის ყვავილთან“ (mpox) დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულია. აღნიშნული ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა, მათ შორის – ერთი ფაქტი საქართველოშიც.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც ოთხშაბათის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

ეს ნაბიჯი იმის ნიშანია, რომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებული კრიზისი კონტროლქვეშაა აყვანილი.

ყვავილის მიმართულებით ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ ნიკოლა ლოუმ განაცხადა, რომ აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის გრძელვადიანი რისკების სტრატეგიაზე გადასვლა და არა საგანგებო ზომების იმედად ყოფნა.

ჯანმოს ხელმძღვანელის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ყვავილის შემთხვევების რაოდენობა 90%-ით შემცირდა წინა სამ თვესთან შედარებით.

ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, 2022 წლის 8 მაისის შემდეგ დღემდე მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ 87 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ცნობისთვის: 5 მაისს ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

იხილეთ ასევე

tedr

ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19 გლობალურად აღარ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას. ”დიდი …