ჯიპიაი ჰოლდინგს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც ანაზღაურებისაა და მიმართვების გაცემის პროცესი შეფერხდა. ამასთან დაკავშირებით კომპანია მომხმარებლებისთვის განცხადებას ავრცელებს:
„ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებულია ანაზღაურებისა და მიმართვების გაცემის პროცესი.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული საკითხი ოპერატიულად მოგვარდეს და აღდგეს სერვისის სრულყოფილად მიწოდების პროცესი.
გიზიარებთ დროებით სამოქმედო გეგმას:
პირად ექიმებთან ვიზიტი და კურაციოში მომსახურების მიღება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.
ასანაზღაურებელი დოკუმენტების წარმოდგენას თავისუფლად შეძლებთ, როგორც კი აღდგება შეფერხება. ვადების საკითხი იქნება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული.
მიმართვებისა და დანიშნულების საჭიროების შემთხვევაში კი გადაიხდით თანხას პირდაპირ კლინიკაში და შემდგომ წარმოგვიდგენთ დოკუმენტაციას ასანაზღაურებლად. თანხა აგინაზღაურდებათ ჩვენი სადაზღვევო პროვაიდერის თანაგადახდის შესაბამისად. ამ ნაწილშიც გავითვალისწინებთ ვადების საკითხს.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.