მთავარი » დაზღვევა » „ჯიპიაი ჰოლდინგი“ საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ საერთაშორისო სადაზღვევო კონფერენციის გენერალური მხარდამჭერია

თბილისი 4-5 მაისს დაზღვევის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიება საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება და მისი გენერალური სპონსორი “ჯიპიაი ჰოლდინგია“.  კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით კომპანიის არასიცოცხლის დაზღვევის დირექტორი, ირაკლი დვალი მიმართავს. გამოსვლის თემა ავტომფლობელის მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედების პერსპექტივები იქნება: რა გავლენას მოახდენს სავალდებულო დაზღვევის შემოტანა ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ კეთილდღებაზე.

Xpimm-ის საერთაშორისო კონფერენციის პირველ დღეს დელეგატები საქართველოს სადაზღვევო ბაზარს მიმოიხილავენ, იმსჯელებენ მიღწევებსა და პოტენციალზე. ღონისძიების უცხოელი სპიკერები ევროპისა და სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით გაუზიარებენ მონაწილეებს ტექნოლოგიურ და სხვა სიახლეებს.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 2022 წლის ბაზრის მონაცემები. საუბარი შეეხება ინდუსტრიის თითქმის ყველა მიმართულებას – მათ შორის ავტომობილების დაზღვევის კუთხით არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს.  კონფერენციის მეორე ნაწილი კი ქონების დაზღვევევის საკითხებს დაეთმობა. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, მომატებულ საფრთხეებზე, სოფლის მეურნეობის დაზღვევაზე და ამ მიმართლებთ არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაზე.

კონფერენციის მეორე დღეს – 5 მაისს, მთავარი თემა Solvency II-ზე გადასვლა იქნება. მონაწილეები განიხილავენ სიახლის პრაქტიკულ ასპექტებს. ცვლილება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად დაინერგა.

Xprimm-ის საერთაშორისო კონფერნეციის მიზანი ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარება და კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა. ღონისძიებას 150 -მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის ადგილობრივი და უცხური სადაზღვევო კომპანიების, ბროკერების, ITპროვაიდერების, საჯარო სექტორის, ფინანსური ინსტიტუციებისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

იხილეთ ასევე

„დაშენებული პაკეტების“ ამოქმედებით მხოლოდ სადაზღვევო კომპანიები „იხეირებენ“ და არა – მოქალაქეები და სახელმწიფო“

კერძო სადაზღვეო კომპანიების შემოსვლა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში, ნამდვილად შეიძლება განხილულ იქნას ერთ-ერთ გამოსავლად. თუმცა, არა …