მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » „პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია“ – ფარმაცევტთა ასოციაცია რეფერენტული ფასების შესახებ

„პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია“ – ფარმაცევტთა ასოციაცია რეფერენტული ფასების შესახებ

რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვლის გაზრდა სწრაფად არ უნდა მიმდინარეობდეს და ახალი წამლების დამატებამდე,  არსებული საკითხები უნდა მოგვარდეს.

ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენტული ფასების ამოქმედების პირველ პერიოდში ბევრი ტექნიკური ხარვეზი იყო, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან, კერძოდ რეფერენტული ფასების საკითხზე შექმნილ სპეციალურ კომისიუასთან აქტიური თანაშრომლობის შედეგად ისინი მოგვარდა.

„ასოციაციებს ბევრი შენიშვნა ჰქონდათ, მაგრამ მათი დიდი წილი მოგვარებულია და ამ ეტაპზე დეფიციტის რისკებს ვერ ვხედავთ. აქამდე რეფერენტული ფასები მედიკამენტების სპეციფიკურ ნიშაზე ვრცელდებოდა, თუმცა, თუ გაფართოებაზე ვსაურობთ, მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება, რადგან ეს რთული პროცესია – საუბარია რამდენიმე ათას მედიკამენტზე წლის ბოლომდე და სამუშაო მეტი იქნება. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა გვაქვს,“ – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პროცესის მეთვალყურეობა, რაც პროგრამულ და ტექნიკურ საკითხებს მოიცავს.

შეგახსენებთ:  წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფასის ზედა ზღვარი 1 600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზეა განსაზღვრული.

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე

„ასეთი სისტემა განუვითარებელ ქვეყანაშიც არ არის“ – ჯანდაცვის სამინისტრო ჰოლდინგებთან დაკავშირებით გეგმას ამზადებს

საქართველოში არსებული ჰოლდინგური სისტემის ანალოგი, როცა წამლის იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, საცალო მოვაჭრეც, კლინიკაც, სადაზღვევო კომპანიაც და …