მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტდიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა მწარმოებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ მან გაატარა ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად.

ფარმაცევტული  კომპანიის Schering-Plough Labo N.V, წარმოებული პრეპარატი დიპროსპანი (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან მიმდინარე წლის თებერვალში გამოითხოვა. გადაწყვეტილების მიზეზი, ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალური სააგენტოს გადაწყვეტილება გახდა. მარეგულირებლის მიხედვით, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის პრობლემა ოთხ სერიაზე დაფიქსირდა – კერძოდ, წარმოების პროცესში უჟანგავი ფოლადის პოტენციური ნაწილაკებით  დაბინძურება.

„მწარმოებელმა წარმოადგინა მონაცემები აღნიშნული შეუსაბამობის მიზეზებისა და მის აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განახლდა ფარმაცევტული პროდუქტის – Diprospan®, (5მგ + 2მგ)/მლ 1მლ ი.მ., სახსარშიდა, სახსარახლო, ინტრაბურსალური, კანში, ქსოვილში და, პათოლოგიურ კერაში შესაყვანი საინექციო სუსპენზია ამპულა №5 (სარეგისტრაციო ნომერი რ- 033084) რეგისტრაცია და ნებადართულია 2023 წლის 30 იანვრის შემდეგ ნაწარმოები ზემოაღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის სერიების იმპორტი,“ – ნათქვამია რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

აღნიშნული მედიკამენტი გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, რადიკულიტის, ქრონიკული ბრონქული ასთმა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ

 

იხილეთ ასევე

„ასეთი სისტემა განუვითარებელ ქვეყანაშიც არ არის“ – ჯანდაცვის სამინისტრო ჰოლდინგებთან დაკავშირებით გეგმას ამზადებს

საქართველოში არსებული ჰოლდინგური სისტემის ანალოგი, როცა წამლის იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, საცალო მოვაჭრეც, კლინიკაც, სადაზღვევო კომპანიაც და …