მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება შეწყვიტა

ჯანმომ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიება შეწყვიტა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობის შესახებ შემდგომი კვლევები შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად მონაცემთა შეგროვების კუთხით არსებული პრობლემები დასახელდა. ინფორმაციას The Daily Telegraph -ი, ჯანმოს ექსპერტზე მარია ვან კერკჰოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, ჯანმო აპირებდა სამუშაოს ეტაპობრივად ჩატარებას, თუმცა მისი გეგმები შეიცვალა.

„მთელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ხელი შეუშალა პროგრესს კორონავირუსის წარმოშობის გაგებაში. მეორე ფაზას არ უნდა ველოდოთ,“ – განაცხადა მან.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადამომ გებრეიესუსმა 2021 წლის ივლისში განაცხადა, რომ ორგანიზაცია ემზადებოდა SARS-CoV-2-ის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისთვის და ელოდებოდა გამჭვირვალობას ჩინეთის ხელისუფლებისგან. მან აღნიშნა, რომ გამოძიების პირველი ფაზა გარკვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომელთა შორის ერთერთი მონაცემებზე წვდომა იყო. ეს განსაკუთრებით პანდემიის დასაწყისში არსებულ მონაცემებს ეხება.

COVID-19-ის წარმოშობის დადგენის მიზნით კვლევების ჩატარება დაიწყო აშშ-ის კონკგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ, რომელმაც ამერიკული ადმინისტრაციისგან ინფორმაცია გამოითხოვა. კერძოდ, პალატას აინტერესებდა იმ ვერსიის გადამოწმება, რომლის თანახმადაც ვირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად გავრცელდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადების მიხედვით, რომელიც 2021 წლის მარტში, უჰანში საერთაშორისო მისიის მუშაობის შემდეგ გამოქვეყნდა, კოვიდ-19-ის წარმოშობის ყველაზე სავარაუდო ვერსია არის დაავადების გადადება ღამურებისგან სხვა ცხოველზე, რომელმაც მოგვიანებით ადამიანები დააინფიცირა.

თუმცა სპეციალისტები ვერ მივიდნენ საბოლოო დასკვნამდე, როგორ მოხვდა ვირუსი უჰანის ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე. ასევე ვრცელდებოდა ვერსიები მისი ლაბორატორიული წარმომავლობის შესახებ.

იხილეთ ასევე

“დიდი აფეთქება” დასასრულს უახლოვდება: ჩინეთში COVID-19-ით გარდაცვალების და დამძიმების შემთხვევები 90%-ით შემცირდა

ჩინეთმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ით გარდაცვალებისა და მძიმე მიმდინარეობის შემთხვევები 90%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ …