მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „ყველა სურდო და მაღალი ტემპერატურა გრიპს არ ნიშნავს“ – რატომ არ უნდა ვთქვათ უარი გრიპის აცრაზე

„ყველა სურდო და მაღალი ტემპერატურა გრიპს არ ნიშნავს“ – რატომ არ უნდა ვთქვათ უარი გრიპის აცრაზე

ქვეყანაში ზამთრის სეზონისთვის დამახასიათებელი ვირუსები ისევ აქტიურად ცირკულირებს.

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განმარტებით, ის, რომ ადამიანებს სხვადასხვა ვირუსი ემართებათ, არ ნიშნავს, რომ გრიპზე ვაქცინაცია უშედეგოა. ექიმი აღნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები აიცრებიან გრიპზე და შემდეგ სხვადასხვა ინფექციით ავადდებიან და ამის გამო ვაქცინის მიმართ უნდობლობა უჩნდებათ. თუმცა, მაია ბუწაშვილის განცხადებით, გრიპის გარდა სხვა ვირუსები არსებობს, მაგალითად რინოვირუსი, რომლებისგანაც გრიპის აცრა ვერ იცავს, რადგან გრიპი ერთი კონკრეტული ინფექციაა, და ყველა სურდო და ტემპერატურის მატება არ ნიშნავს გრიპს.

მისივე განმარტებით, გრიპს სურდო არცთუ ხშირად ახასიათებს და ძირითადი სიმპტომატიკაა  მაღალი სიცხე, თვალბუდეების და თავის ტკივილი და, რაც მთავარია, გართულების მაღალი რისკი ახლავს. სწორედ ამ რისკების გამო ვიცრებით გრიპზე, რომ ეს გართულებები ავიცილოთ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …