მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვირუსების სეზონი რთულად დაიწყო – ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გასამმაგებულია

ვირუსების სეზონი რთულად დაიწყო – ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით გასამმაგებულია

ქვეყანაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 36% მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე მოდის. მონაცემებს, რომელიც ოქტომბრის მესამე კვირის მაჩვენებლებს ასახავს,  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს. ეს მონაცემი თითქმის სამჯერ მეტია გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებლებზე, როცა საერთო ჰოსპიტალიზაციებიდან 14% რესპირატორულ ინფექციებზე მოდიოდა.

ამასთან, დომინირებს რინოვირუსი, მოცირკულირე ინფექციებს შორის ასევე ძლიერადაა წარმოდგენილი ენტეროვირუსი, რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, ბოკავირუსი.  კოვიდ 19 შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში ვლინდება.

შეგახსენებთ, რომ შარშან, პირბადეების ტარების მაღალი მაჩვენებლისა და შეზღუდვების გამო, ქვეყანაში სეზონული ინფექციების აქტიური ცირკულაცია არ დაფიქსირებულა. ასევე არ გამოვლენილა ე.წ. ღორის გრიპი. მთელი სეზონის განმავლობაში იყო “ბე” გრიპის მხოლოდ 2 შემთხვევა.

წელს კი სეზონური ვირუსები გააქტიურებულია, რასაც სპეციალისტები მობილობის გაზრდასა და პირბადეების ტარების დაბალ მაჩვენებელს უკავშირებენ. ამის გამო, მათი თქმით, შარშანდლისგან განსხვავებით, წელს თვინდემიის ანუ სეზონური გრიპისა და კოვიდ 19-ის ეპიდემიის ერთდროული გავრცელების საშიშროება მაღალია.

 

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …