მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვახტანგ კალოიანი: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი

ვახტანგ კალოიანი: არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება პიროვნულად ჯანდაცვის მინისტრი. მთავარია, რომ ჯანდაცვის პოლიტიკა არის მცდარი  – ამის შესახებ „ნიუ-ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა jandacva.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით, ცუდ ნიშნულზეა ყველა ინდიკატორი, რომლითაც ჯანდაცვის სისტემის მუშაობა ფასდება. ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის ერთერთ მთავარ ჩავარდნად კი კალოიანი ასახელებს იმას, რომ არ ვითარდება პირველადი ჯანდაცვა. მართალია, ამ მიმართულებით რეფორმა დაანონსდა, თუმცა ამ მიმართულებით არცერთი ქმედითი და სტრატეგიული ნაბიჯი არ გადადგმულა.

ამასთან, ვახტან კალოიანის შეფასებით, არასწორია სისტემაში ფინანსური მართვა: „ბიუჯეტი არასწორად იმართება, ყოველ წელს არის დიდი დეფიციტი და წლის ბოლოს თანხის დამატება ხდება საჭირო,“ – აცხადებს კალოიანი.

მთავარი ინდიკატორი კი, რომლითაც, მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძის 3-წლიანი მინისტრობა უნდა შევაფასოთ, 14 ათასი გარდაცვლილი კოვიდპაციენტია.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …