მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » უნდა მოხდეს ექიმების გადახარისხება და სამსახურში დარჩნენ ისინი, ვინც მუშაობენ
მოხდეს პირველად რგოლში დასაქმებულ მედიკოსთა გარკვეული დიფერენციაცია სამსახურში დარჩნენ ისინი, ვინც რეალურად სამუშაოს შესასრულებლად არიან მოწოდებულნი.

უნდა მოხდეს ექიმების გადახარისხება და სამსახურში დარჩნენ ისინი, ვინც მუშაობენ

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა შეაფასა კლინიკა “მედინას” პედიატრმა ნატალია ზოიძემ. ექიმის განცხადებით, რეფორმის წარმატება დამოკიდებულია ოჯახის ექიმების მაღალ კვალიფიკაციაზე და მათი გადამზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. 

“ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა დროული და აუცილებელი ინიციატივაა. წინა წლებში გარკვეული პროგრამების ფარგლებში კი გადამზადდნენ ოჯახის ექიმები, მაგრამ ჩემი აზრით, მათგან ბევრი მაინც ვერ ჩაითვლება მაღალკვალიფიციურ მედიკოსად. ოჯახის ექიმმა უნდა მართოს და აკონტროლოს როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ჯანმრთელობა.

ცოტაა ისეთი ოჯახის ექიმი, რომელიც თანაბრად მართავს ყველა ტიპის პაციენტს. საჭიროა წამოვიდეს ახალგაზრდა ექიმები, რომლებიც ძირფესვიანად გადამზადებულნი იქნებიან და მათ თავიდანვე უნდა ჩაენერგოთ ის უფლება-მოვალეობები, რაც რეალურად აქვს ამ ინსტიტუტს. მთავარია, ამ ყველაფრის სწორად წარმართვა შეძლოს ჯანდაცვის სამინისტრომ. რაც მთავარია, კადრები უნდა იყოს ძლიერი. სხვა მხრივ, თვითონ პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია”, – მიაჩნია მედიცინის მუშაკს.

იგი არნიშნავს, რომ ხშირია შემთხვევა, რომ ოჯახის ექიმის ცუდი მომსახურების გამო პაიენტებს საერთოდ სურვილი დაკარგვიათ ზოგადად ამ რგოლთან ურთიერთობის.

“აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს პირველად რგოლში დასაქმებულ მედიკოსთა გარკვეული დიფერენციაცია სამსახურში დარჩნენ ისინი, ვინც რეალურად სამუშაოს შესასრულებლად არიან მოწოდებულნი და არა გასართობად. როცა იქნება თუნდაც რაოდენობრივად ცოტა, მაგრამ კვალიფიციური კადრები, ხარისხიც მაღალი იქნება და ხელფასიც შესაბამისი.

საჭიროა ჩატარდეს ტესტირება, მაგრამ ეს ტესტირება არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც იყო 2003 წელს. ამ დროს ტესტები არ იყო დაცული და ექიმების 70%-მა დაზეპირებული პასუხებით მიიღო მაღალი შედეგი. ასეთ დონეზე ნამდვილად არ მაქვს საუბარია, აქ საუბარია მაღალი დონის ტესტირებაზე, რომელსაც თან ექნება დართული სიტუაციური ამოცანები.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელი ზღვარის გადალახვას მაქსიმუმ 60% მოახერხებს და სწორედ ისინი იქნებიან მაღალი კვალიფიკაციის ოჯახის ექიმები. ამ შემთხვევაში ნამდვილად წარმატებული იქნება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა”, – მიაჩნია ზოიძეს.

მან ასევე საუბრა წამლის ფასებზე და აღნიშნა, რომ ფასები მედიკამენტებზე ძალიან მაღალია და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანისთვისაც კი მძიმე ტვირთია მსგავსი ფასის მქონე მედიკამენტების შეძენა.

ibusiness.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …