დიაბეტით დაავადებული ბავშვების პრობლემების მოგვარებაში დახმარების მიზნით საქართველოში ორგანიზაცია დაფუძნდა. მისი სახელწოდებაა ,,მშობლების ორგანიზაცია ტიპი 1 დიაბეტისათვის“. ორგანიზაციამ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს წერილით მიმართა, რომელშიც პრობლემების მოგვარებაში დახმარებას სთხოვენ.
„შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებული ბავშვების მშობლებს მთელ მსოფლიოში ურთულესი რეჟიმი აქვთ. პრაქტიკულად მშობელი არის 24 საათის განმავლობაში შვილის ექიმი თანდართული ემოციური ფონით. საქართველოში ამ ყველაფერს ემატება სხვა უამრავი პრობლემა დაწყებული ფინანსურით და დამთავრებული საზოგადოების არასწორი მიდგომით. მიგვაჩნია, რომ თუ სათანადო რესურსის მობილიზებას მოახდენს, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია ბევრი პრობლემის გადაჭრა,“ – ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, რომელშიც დახმარებას მშობლები ითხოვენ, ეს ჩამონათვალი ასეთია:
მოხდეს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით (LIBRE, DEXCOM და ა.შ) ბავშვთა უზრუნველყოფა- შემოტანა და სრულად დაფინანსება. დღეს უკვე აღარ არის სადავო, რომ CGM სისტემის საშუალებით მართული დიაბეტი გაცილებით უკეთეს შედეგებს იძლევა და ამით სახელმწიფოც ზოგავს თანხას, კერძოდ კეტოაცედოზითა და ჰიპოგლიკემიით, აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული გართულებების სერიოზული პრევენცია ხდება. რამოდენიმე თვეში გლიკოზირებული გემოგლობინის საგრძნობი გაუმჯობესება ხდება და ამის მაგალითი საბედნიეროდ საქართველოშიც არაერთი ბავშვია უკვე.
2. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენის მიერ გაწეული შრომის შედეგად უკვე მოხდა ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის ზოგიერთი კლინიკის ჩართვა დიაბეტის პროგრამაში და ამით შესაძლებელი გახდა კუთვნილი მომსახურებით სარგებლობა დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში უფასო კონსულტაცია, რეცეპტი და კვლევები. გთხოვთ, ამ პროგრამის ფარგლებში მაქსიმალურად ბევრი კლინიკის ჩართვა უზრუნველყოთ, მათ შორის გ.ჟვანიასა და ი.ციციშვილის კლინიკების, რადგან ძირითადი კონტიგენტი მათი მომსახურებით სარგებლობს. აგრეთვე საჭიროა ამ ინფორმაციის შესაბამის რგოლებში გავრცელება, რადგან მიუხედავად არსებული პროგრამებისა, მშობლებს მაინც უწევთ დამატებითი ხარჯების გაწევა.
3. გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ინსულინის და სხვა საშუალებების ასაღებად რაიონიდან არ იყოს საჭირო თბილისში ჩამოსვლა. უკიდურეს შემთხვევაში ყველა რაიონს გამოეყოს წარმომადგენელი ან ერთი აფთიაქი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის მიღება
4. ცნობილია, რომ საქართველოში პაციენტთა დიდ ნაწილს დიაბეტის დადგენისას ინსულატარდით თერაპიას უნიშნავენ, არადა თანამედროვე კვლევებით უკვე მასობრივადაა ცნობილი, დიაბეტის მართვა ან ინსულინით პრაქტიკულად ვერ იძლევა სასურველ შედეგს, ამიტომ საჭიროა დიაბეტის დადგენის პერიოდშივე მოხდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების ათვალისწინება. აქვე დავძენ, რომ მცირეწლოვან პაციენტებში ლანტუსის შესაბამისი შპრიც-კალმისტრების არ არსებობის გამო, ამ ინსულით სარგებლობა შეუძლებელი ხდება. გთხოვთ, უზრუნველყოთ მცირეწლოვანი პაციენტებისათვის მაინც ლანტუსის 0,1 ბიჯიანი კალმისტრები.
5. გთხოვთ უზრუნველყოთ, კალმის წვერების ოდენობის გაზრდა. მათი გამოცვლა ყოველ ჩხვლეტაზე უნდა ხდებოდეს არადა მშობელი საჭირო რაოდენობის მესამედსაც კი ვერ იღებს და ფინანსური პრობლემის არ არსებობის დროსაც კი შეუძლებელია საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი კალმის წვერების შეძენა. აგრეთვე საჭიროა, რომ 6 მმ კალმის წვერებს დაემატოს 4მმ კალმის წვერები, რადგან 6მმ წვერები პატარებში იწვევს ჩალურჯებებს, სისხლჩაქცევებსა და გამაგრებებს-ლიპოჰიპერტროფიას, რასაც ტკივილი ახლავს, ტრავმა და რაც მთავარია არ ხდება ინსულინის სათანადოდ შეწოვა. არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ვადაგადაცილებული გლუკაგონის შეცვლაზე ასოციაცია უარს ამბობს. გთხოვთ უზრუნველყოთ ამ პრობლემის მოგვარება. აგრეთვე ბაზარზე არსებობდეს გლუკაგონი.
7. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (სკოლებსა და ბაღებში) სამწუხაროდ ხშირია შემთხვევები, როცა დიაბეტიან ბავშვებს მიღებაზე უარს ეუბნებიან. გთხოვთ განათლების სამინისტროს მიმართოთ ამის თაობაზე, რათა არ მოხდეს დიაბეტიანი ბავშვების ამ სახის დისკრიმინაცია. საუკეთესო იქნება აგრეთვე განათლების სამინისტროსთან ერთად რაიმე სახით მოხდეს ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა და პატარა ვიდეორგოლების შექმნა-გავრცელება. უნდა მოგახსენოთ, რომ როდესაც სამწუხაროდ ბავშვები ხვდებიან რეანიმაციაში, მათი ასაკისა და ფსიქოლოგიური მდოგომარეობის გათვალისწინება სრულიად არ ხდება, კერძოდ მშობელის იქ შეშვება. დიაბეტის მართვაც მშობელს ხშირად უკეთ გამოსდის ვიდრე იქ არსებულ ბავშვისათვის „უცხო“ პერსონალს. ამას აღარავინ დავობს და ექიმებიც ამ აზრს იზიარებენ, რომ 80% დიაბეტის მართვაში მშობელს მიუძღვის. სამწუხაროდ ამ საკითხზე ხშირია კამათი კლინიკის პერსონალთან. არის ბევრი ძალიან ემოციური და არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. გთხოვთ, მოახერხოთ ამ საკითხის დარეგულირება.
9. როდესაც ბავშვს დიაბეტი უდგინდება და ხდება შ.შ.მ. სტატუსის მატარებელი, საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ გადის ყოვლად გაუგებარ ხელახალ კომისიას და იხდის ამაში თანხას. გთხოვთ უზრუნველყოთ ამ საკითხის დარეგულირება.
10. სასურველია მოხდეს ვაუჩერების სიტუაციის მიხედვით გამოყენება, რათა ბავშვებმა შეძლონ ადგილობრივი სპორტ დარბაზებით სარგებლობა.