მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მარათონმა შედეგი ვერ გამოიღო

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის მარათონმა შედეგი ვერ გამოიღო

ვაქცინაციის მარათონმა შედეგი ვერ გამოიღო – ამის შესახებ თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგის ცერცვაძე აცხადებს. მისი თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციას აუცილებლად არ მიიჩნევს მიუხედავად იმ რისკებისა, რომელთა წინაშეც ის დგას.

„ვაქცინაციის ტემპების მატება არ შეიმჩნევა. იმუნიზაციის მარათონმა შედეგი ვერ გამოიღო, ამის შედეგია რეგიონებში დღეში 1000 ვაქცინაცია, რაც არაფერი არაა. ასევე უშედეგო აღმოჩნდა ლატარია და ექიმების წახალისება. მიმაჩნია, რომ გამოსავლად რჩება სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში – ექიმებში, პედაგოგებსა და ორსულებში. შემდეგ კი საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და განიხილოს ვაქცინაციის ირიბი მანდატორიზმი,“ – განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო. მისი მიზანია, თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით აცრები „კარდაკარ სიარულის“ პრინციპით 50-მდე სოფელში ჩატარდეს, სადაც 150 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ამ ეტაპზე მარათონის ფარგლებში 2500-მდე ადამიანია აცრილი.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …