მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თემურ მიქელაძე: მშობელი ერთნაირად უნდა უდგებოდეს ბიჭსაც და გოგონასაც

თემურ მიქელაძე: მშობელი ერთნაირად უნდა უდგებოდეს ბიჭსაც და გოგონასაც

დღეს მსოფლიოში გოგონა ბავშვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის სლოგანიცაა „მიეცით ფრთები გოგონებს, რომ მათ აიხდინონ ოცნებები“.

ამ დღესთან დაკავშირებით პედიატრი თემურ მიქელაძე იმ მიდგომებზე საუბრობს, რომლებიც აუცილებელია მშობელმა შვილის მიმართ გამოიყენოს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მიმართ ის ძალადობა და ფემიციდი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში ძალიან გახშირდა.

„როდესაც ვიზიტზე მოდის გოგონა, მამის დამოკიდებულება მის მიმართ უფრო ნატიფი და ნაზია, ვიდრე ბიჭთან. თუმცა არ უნდა არსებობდეს დირეფენცირება და ყველა მშობელი ერთნაირად უნდა უდგებოდეს ბიჭსაც და გოგონებსაც,“ – აცხადებს ექიმი და ამბობს, რომ ფემიციდი და გენდერული ნიშნით განსხვავება თავიდან უნდა ავიცილოთ. მისივე თქმით, თუ თავიდანვე სწორად აღვზრდით ბავშვს, ის იქნება კარგი მეუღლე და მომავალში თავიდან ავიცილებთ იმ ფემიციდს და ძალადობას, რაც დღეს საქართველოში ძალიან გახშირებულია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …