მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » თბილისში საზაფხულო ბაღები არც წელს იმუშავებს – კოვიდრეგულაციები ისევ ძალაშია

თბილისში საზაფხულო ბაღები არც წელს იმუშავებს – კოვიდრეგულაციები ისევ ძალაშია

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს, ისევე, როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დირექტორთა საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც დედაქალაქის საბავშვო ბაღების სისტემის აქტუალურ საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. საბჭოს მიერ განხილულ საკითხებს შორის იყო კანონმდებლობით გათვალისწინებული, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის, ასევე, ჰასპ-ის (HACCP) სტანდარტების დანერგვის საკითხები. კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველჰყოფს ჰასპ-ის სტანდარტების დანერგვას ბაღებში. დასახელდა ის ეტაპები, რომელიც კვების უსაფრთხოების ამ თანამედროვე სისტემის დანერგვის შემთხვევაში იქნება გასავლელი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სააგენტოს ცნობით, ამ პროექტში, ყოველწლიურად, მხოლოდ 40 ბაღია ჩართული და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია.

„გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს, ისევე, როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება,“ – აცხადებენ სააგენტოში.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …