მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სილამაზის და ტატუს სალონების პერსონალი ინფექციების პრევენციასა და კონტროლში გადამზადდება

სილამაზის და ტატუს სალონების პერსონალი ინფექციების პრევენციასა და კონტროლში გადამზადდება

არასამედიცინო დაწესებულებებში, მათ შორის სილამაზის, ტატუს და პირსინგის სალონებში, აკუპუნქტურის კლინიკებსა და სხვა ობიექტებში  ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერა და მუდმივი მონიტორინგის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ, ,,საქართველოს 2023-2025 წლების ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიაში“.

დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნით განხორციელდება სტერილიზაციის, დეზინფექციის, უსაფრთხო ინექციებისა და ნარჩენების მართვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება, რომელიც  მკაფიოდ აღწერს შიდა და გარე ხარისხის კონტროლის პროცედურებს.

„პერმანენტულად განხორციელდება ინფექციების პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი სილამაზის, ტატუირების, პირსინგისა და აკუპუნქტურის სალონებსა და დაწესებულებებში და ჩატარდება სილამაზისა და კოსმეტიკის სალონების მომსახურე პერსონალის უწყვეტი ტრენინგები ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საბაზისო საკითხებზე,“- ნათქვამია სტრატეგიაში.

სამოქმედო გეგმის თანახმად, ეს პროცესი 2025 წლის მეოთხე კვარტლიდან დაიწყება და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაფინანსდება. პროექტის ბიუჯეტი 16 ათას ლარს აჭარბებს.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …