მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » შინმოვლა და ფარმაცევტული ზრუნვა – რომელი პროფესიებია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი

შინმოვლა და ფარმაცევტული ზრუნვა – რომელი პროფესიებია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი

2023 წლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის, სადაც თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა მაღალია, ჯანდაცვის სფეროში არსებული პოზიციები ერთერთ წამყვან პოზიციაზე მოხვდა.

ჯანდაცვა – შინმოვლა, ფარმაცევტული ზრუნვა. საუბარია როგორც ფარმაცევტზე, ისე მომვლელ ექთანზე, რომელიც პაციენტის მიერ წამლის მიღებას არეგულირებს. ასეთ კადრებზე მოთხოვნაა როგორც კლინიკებში, ისე ფიზიკური პირების მხრიდან.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, კომპლექსური ანალიზის  საფუძველზე, 2023 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები, სადაც თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა მაღალია, ასეთია:

ტრანსპორტი – ამწეს მემანქანე; ხიდური ამწის მემანქანე; პერსონალური მომსახურება – მზარეული, ესთეტიკური კოსმეტოლოგია, ვიზაჟისტი; ხელოვნება – დურგალი/ავეჯის ამწყობი, ლამინირებული ავეჯის დამამზადებელი; საინჟინრო საქმე – ელექტრული მონტაჟი, ნარჩენების მართვა, ძრავის კვების დიაგნოსტირება და სერვისი; სოფლის მეურნეობა – მეფუტკრეობა, წარმოება და გადამუშავება, მკერავი,  მცხობელი, ქვევრისა და ქვევრის ღვინის სპეციალისტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები – კომპიუტერის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა, გრაფიკული დიზაინი, ვებგვერდის შექმნა და მართვა და სხვა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …