მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » შიდსზე უფასო ტესტის გაკეთება უკვე ბინაზე გამოძახებითაა შესაძლებელი

შიდსზე უფასო ტესტის გაკეთება უკვე ბინაზე გამოძახებითაა შესაძლებელი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი მსურველებს აივ/შიდსზე უფასო ტესტირებას სახლში გამოძახებით სთავაზობს.

ტესტი ნერწყვის საშუალებით ტარდება და პასუხს ადამიანი 20 წუთში იგებს.

აივ/შიდსის ნერწყვის თვით ტესტის შეკვეთისთვის საჭიროა საიტზე რეგისტრაციის გავლა:

ანონიმურობა და კონფიდენციალობა სრულად დაცულია.

ინფექციის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მკურნალობას სრულიად უფასოდ იღებს.

დღეს შიდსი მართვადი დაავადებაა და ის აღარ ახდენს გავლენას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე, ასევე შვილოსნობაზე: აივ-ინფიცირებულები ჯანმრთელ ან ინფიცირებულ ადამიანებზე ქორწინდებიან და ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ.

რაც შეეხება მკურნალობას, არსებული მედიკამენტები იძლევა შესაძლებლობას, სისხლში ვირუსი ბოლომდე დაითრგუნოს, თუმცა რჩება გენეტიკურ დონეზე და ახლა მსოფლიო მეცნიერების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ვირუსის გენეტიკური მასალაც გაძევებულ იქნას პაციენტის ორგანიზმიდან.

არსებული გეგმით, საქართველოში 2025 წლისთვის შიდსის ახალი შემთხვევები აღარ უნდა გამოვლინდეს ან ეს ერთეული ფაქტები უნდა იყოს.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …