26 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯიას“ ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „შევცვალოთ წარმოდგენა ფილტვის კიბოზე – მკურნალობის მიზანი განკურნებაა“. კონფერენცია ადრეული ფილტვის კიბოს მულტიდისციპლინური მართვის საკითხებსა და დაავადების მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებს ეძღვნება.
მნიშვნელოვანია, რომ დღეისათვის, „როშ ჯორჯია“ საზოგადოებას სთავაზობს სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატის გამოყენებას უკვე ადრეული ფილტვის კიბოს მკურნალობაში. ატეზოლიზუმაბი გახდა პირველი იმუნოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს დაავადების რეციდივირების და სიკვდილის რისკს ფილტვის კიბოს პაციენტებში და აახლოებს მათ განკურნებასთან. აღნიშნულმა მიღწევებმა ფილტვის კიბოს პაციენტთა პროგნოზი პარადიგმულად შეცვალა და სიცოცხლის გახანგრძლივება ცხოვრების კარგი ხარისხის შენარჩუნებით უკვე რეალობად იქცა.
„ონკოლოგიაში ჩვენი უმთავრესი მიზანი პერსონალიზირებული მკურნალობის დანერგვის ხელშეწყობაა, რაც გულისხმობს სწორი პაციენტის სწორ მკურნალობას სწორ დროს. დღეს პერსონალიზებული მკურნალობისთვის საჭირო ინოვაციური მეთოდები უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია. ფილტვის კიბო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა სამედიცინო საზოგადოებისათვის. დაავადების იმუნოთერაპიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ფილტვის კიბოს მკურნალობის სტანდარტი. როში არის პირველი კომპანია რომლის იმუნოთერაპიულმა საშუალებამ ადრეული ფილტვის კიბოს რეციდივირების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითებით მაქსიმალურად მიუახლოვა პაციენტი განკურნებას,“ – განმარტავს „როს ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი.
კონფერენციაზე, რომელზეც მოწვეულები არიან ექემი ონკოლოგები, სამედიცინო სფეროს ექსპერტები, პაციენტები და მედია განიხილება თემები, როგორიცაა:
- ფილტვის კიბო საქართველოში (ი. კილაძე – ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ი.კილაძე)
- ადრეული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს (eNSCLC) პერიოპერაციული იმუნოთერაპია – რთული გამოწვევა თუ განვითარებადი მკურნალობის ახალი სტანდარტი? (ტ. მარჟანსკი – პროფესორი, თორაკალური ქირურგიის დეპარტამენტი, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტი)
- ადიუვანტური თერაპია არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს სრული რეზექციის მქონე პაციენტებში (ფ. კაპუზო, ონკოლოგი, ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის დირექტორი, დედოფალი ელენას სახელობისკიბოს ნაციონალური ინსტიტუტი)
დასასრულს გაიმართება, პანელური დისკუსია მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიი მათითაშვილის ფასილიტატორობით.
დამატებითი ინფორმაცია:
როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს
იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანა დაიწო . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება.
უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას. ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ. „ ჩექფოინთ (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების – T ლიმფოციტების აქტიურობას. ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც) არის გამოხატული ზომიერი ექსპრესიით. ისინი პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების აქტიურობას და, შედეგად, იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.
დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები – ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1. მათი მოქმედების მექნიზმი მოიცავს სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და იმუნური უჯრედების რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.
როგორ მუშაობს სიმსივნის იმუნოთერაპია?
ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციაა დაიცვას ორგანიზმი ინფექციებისა და დაავადებებისგან. ზოგიერთ სიმსივნურ წარმონაქმნს აქვს უნარი გახდეს შეუმჩნეველი იმუნური სისტემისათვის. სიმსივნის იმუნოთერაპია განაპირობებს იმუნური სისტემის რეაქტივაციას, სიმსივნური უჯრედების ამოცნობას და მათ განადგურებას. ფილტვის კიბოს მკურნალობაში უკანსკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებით გამოიყენება სიმსივნის იმუნოთერაპია. კიბოს უჯრედების ამოკვეთის შემდეგაც კი შესაძლებელია განმეორდეს მათი წარმოქმნა, ხოლო ადრეული სტადიის ონკოლოგიური დაავადების დროს სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენების შედეგად შესაძლებელია გამოჯანმრთელება რეციდივის გარეშე. ქიმიოთერაპიით მკურნალობა სიმსივნური უჯრედების გარდა პარალელურად ანადგურებს ჯანმრთელი უჯრედების ნაწილსაც და აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს, ხოლო სიმსივნის იმუნოთერაპია შერჩევითად მოქმედებს და არ იწვევს ქიმიოთერაპიისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებს. რაც აქამდე წარმოუდგენლად მიგაჩნდათ, დღეს შესაძლებელია. სიმსივნის იმუნოთერაპიის დახმარებით, ადრეული ფილტვის კიბოს დამარცხება შესაძლებელია!