მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქმის მძალიან დიდი წილი, სწორედ პირველად რგოლზე მოდის
დიდი წილი საქმისა მოდის სწორედ პირველად რგოლზე. შესაბამისად, მარტივი ლოგიკაა, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა შეუდარებლად იაფი ჯდება.

საქმის მძალიან დიდი წილი, სწორედ პირველად რგოლზე მოდის

საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდმედის” ადმინისტრაციული დირექტორი მაია ალექსიშვილი ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგემილ რეფორმას ეხმაურება და პირველადი რგოლის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

„პირველადი ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი რგოლი. ეს არის პაციენტის პირველი შეხების წერტილი  ექიმთან. გარდა ამისა, პროფილაქტიკის თვალსაზრისით, ოჯახის ექიმს დაავადებათა პრევენციისას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რადგან, თუ ადრე მიაკითხავს  პირველად რგოლს პაციენტი, დაავადების დროული დიაგნოზი და პრევენცია მოხდება.

ფაქტობრივად, ძალიან დიდი წილი საქმისა მოდის სწორედ პირველად რგოლზე. შესაბამისად, მარტივი ლოგიკაა, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლენილი დაავადების მკურნალობა შეუდარებლად იაფი უჯდება როგორც პაციენტს, ისე სახლემწიფოს”, – მიაჩნია მაია ალექსიშვილს.

მისი აზრით, რეფორმის დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდ აიქნას, მედიკამენტის ხარჯიც.

„საყოველთაო პროგრამა ამ ხარჯის დაფინანსებას არ ითვალისწინებს და ამიტომ, კარგი იქნება, თუ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ეს საკითხი ჩაიდება. 

რაც შეეხება ექიმების ანაზღაურებას, ეს პრობლემა კერძოს სტრუქტურებს იმდენად არ აწუხებს, რადგან სახელმწიფო დაფინანსებაზე არ არიან. თუმცა სასურველია, სხვა შემთხვევაში გადაიხედოს საკითხი და დარეგულირდეს იმგვარად, რომ ღირსეული ანაზღაურება ჰქონდეთ ექიმებს.

გარკვეული პრობლემებია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც და სახელმწიფომ ამასაც უნდა მიხედოს. რაც შეეხება კადრებს, მე ვერ ვხედავ პროფესიონალი კადრების ნაკლებობას. თუმცა ტრენინგები აუცილებელია, რა თქმა უნდა. სამედიცინო სფერო ისეთია, რომ მუდმივად საჭიროა ახალი ინფორმაციის მიღება. ექიმი ერთ ადგილას ვერ იდგება, ის მუდმივად უნდა განვითარდეს და თუ ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა იქნება, ამას მხოლოდ მივესალმები”, – აღნიშნავს მაია ალექსიშვილი

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …