მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში პაპოლომავირუსის აცრა 32 000-მა გოგონამ ჩაიტარა

საქართველოში პაპოლომავირუსის აცრა 32 000-მა გოგონამ ჩაიტარა

საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით 10-12 წლის 32 000-მა გოგონამ უკვე ჩაიტარა აპვ-ს ვაქცინაცია. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

„იყო დედა ნიშნავს, იზრუნო შენი შვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხო მომავალზე

პაპილომა ვირუსის ვაქცინაციით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 97 %-ით თავიდან აცილება,“- ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიის ჩატარება 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებშიც დაიწყო.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …