მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ოჯახების ხარჯების 12% ჯანდაცვაზე მოდის

საქართველოში ოჯახების ხარჯების 12% ჯანდაცვაზე მოდის

საქართველოში ოჯახების მიერ გაწეული ხარჯებიდან ჯანდაცვაზე საშუალოდ 11.7%-მოდის. მონაცემებს, რომლებიც 2021 წლის მაჩვენებლებს ასახავს, საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკის თანახმად, ოჯახების ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი სურსათის, სასმელისა და თამბაქოს ნაწარმის ჯგუფზე მოდის და 43.7%-ს შეადგენს.

მეორე ადგილზეა საცხოვრებელ სახლზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე და სხვა სათბობზე გაწეული ხარჯები (12,1%).

სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში  ყველაზე მცირე, 2%-იანი წილი განათლებაზე მოდის.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …