საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში მშობიარობების რაოდენობის სტაბილური შემცირება აღინიშნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „ორსულთა და ახალშობილთა მეთვალყურეობის მოდულის („დაბადების“ რეგისტრის) მონაცემთა 4 წლის ანგარიშშია“ ნათქვამი.
შობადობის ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:
2018: 50468
2019: 47486
2020: 45797
2021: 45305
ამასთან, გაზრდილია ნაადრევი მშობიარობის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები:
2018 წელს – 3988 (7.9% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
2019 წელს – 3931 (8.3% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
2020 წელს – 3992 (8.7% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
2021 წელს – 4053 (8.9% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
გაზდრილია საკეისრო კვეთების რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები: 2018 წელს – 21 044 (41.7% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
2019 წელს – 18 936 (39.9% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
2020 წელს – 18 616 (40.6% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
2021 წელს – 19390 (42.8% მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან)
დადებით დინამიკას შორისაა აბორტის რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლების კლება:
2018 წელს – 22 733 (30.8% ორსულობათა საერთო რაოდენობიდან)
2019 წელს – 21 599 (31.0% ორსულობათა საერთო რაოდენობიდან)
2020 წელს – 19 039 (29.2% ორსულობათა საერთო რაოდენობიდან)
2021 წელს – 17 774 (28.0% ორსულობათა საერთო რაოდენობიდან)