მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ჰიპერტენზიით ავადობა 38%-ს აღწევს, რაც მსოფლიო სტანდარტით მაღალი მაჩვენებელია

საქართველოში ჰიპერტენზიით ავადობა 38%-ს აღწევს, რაც მსოფლიო სტანდარტით მაღალი მაჩვენებელია

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის – არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ.

მიმდინარე წლის ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის თემაა: „სწორად გაიზომეთ არტერიული წნევა, აკონტროლეთ იგი, იცხოვრეთ უფრო დიდხანს“ და ხაზს უსვამს წნევის გასინჯვის, ადეკვატური მკურნალობის და წნევის ციფრების მუდმივი მონიტორინგის მნიშვნელობას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მაღალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება 140/90 მმ ვწყ. სვ. და მეტი. ჯანმოს მონაცემებით ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ავადდება და დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება

არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18-69 წწ პოპულაციაში 37.7%-ია, რაც მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ უკონტროლო ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) იწვევს ნაადრევ სიკვდილს. იგი ზრდის ისეთი დაავადებების რისკს, როგორიცაა:

– გულის შეტევა

– ინსულტი

– თირკმლის უკმარისობა

– სიბრმავე

– სხვა გართულებები

მსოფლიოში ყოველ მეხუთე ქალს და მეოთხე მამაკაცს აწუხებს მაღალი არტერიული წნევა.

ჰიპერტენზიის რისკების შესამცირებლად კი ჯანმოს რეკომენდაციები ასეთია:

შეამცირეთ მარილის მოხმარება დღიურად მაქსიმუმ 5 გრამამდე.

რეგულარულად მიირთვით ხილი და ბოსტნეული

თავი აარიდეთ უჯერ და ტრანს-ცხიმებს

თავი აარიდეთ თამბაქოს

შეამცირეთ ალკოჰოლი

იყავით ფიზიკურად აქტიურნი.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …