მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების შემთხვევები იზრდება

საქართველოში ბავშვებში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების შემთხვევები იზრდება

დღეს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა საქართველოში ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების შემთხვევების ზრდას ადასტურებს.

ცენტრის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს ამბულატორულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში წლის ბოლოს რეგისტრირებულია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 84142 შემთხვევა. 2020 წელს ეს მონაცემი 81 840  იყო. სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხულია 4 442 ადამიანი, 2020 წელს ეს მონაცემი 4 343 იყო.

ამასთან, 0-დან 15 წლამდე ბავშვებში 2021 წელს ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 4392 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მათგან ახალი შემთხვევა 839-ია (2020-ში იყო 627).

2020-ში მილიონ ბავშვზე 82.3 ასეთი შემთხვევა აღირიცხა, 2021-ში კი – 109.5.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ფსიქიკური აშლილობები 25 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებში ვლინდება.

ფსიქიკური აშლილობების ფორმები და მიზეზები კი, სიხშირის მიხედვით, ასე ნაწილდება:

ორგანული ბუნების აშლილობები, ფსიქოაქტიური ნივთიერებით განპირობებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, შიზოფრენია, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობები. გუნებ-განწყობის (აფექტური) აშლილობები, ნევროზული, სტრესთან დაკავშირებული და სომატოფორმული აშლილობები, ქცევითი სინდრომები დაკავშირებული ფიზიოლოგიურ დარღვევებთან და ფიზიკურ ფაქტორებთან, მოზრდილთა პერსონოლოგიური და ქცევითი აშლილობები, გონებრივი ჩამორჩენილობა, ფსიქიკური განვითარების დარღვევები, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევითი და ემოციური აშლილობები.

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …