მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოში არასაჭირო კვლევებისა და მედიკამენტების დანიშვნის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა

საქართველოში არასაჭირო კვლევებისა და მედიკამენტების დანიშვნის კუთხით საგანგაშო მდგომარეობაა

სამედიცინო ჭარბმოხმარების კუთხით საქართველოში საგანგაშო მდგომარეობაა. ამის შესახებ დერმატოლოგ-ვენეროლოგი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს.

მას მოჰყავს კონკრეტული პაციენტის მაგალითი, რომელსაც წლების განმავლობაში ექიმებმა უამრავი კვლევა ჩაუტარეს და ბევრი მედიკამენტი დაუნიშნეს, თუმცა უშედეგოდ. ამ დროს კი, როგორც თელია აღნიშნავს, ამ პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად მედიკამენტების მიღება საერთოდ არაა საჭირო.

„ზოგადად მედიცინაში და მათ შორის დერმატო-ვენეროლოგიაში სამედიცინო ჭარბხმარება (overusing) რომ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამის სამედიცინო სტატისტიკის მოძიება მარტივად არის შესაძლებელი.

საქართველოში ამის სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა საგანგაშო მდგომარეობაა

სამედიცინო overusing ნიშნავს პაციენტისთვის არასაჭირო, კლინიკურად არაფრის მომცემი ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევების დანიშვნას

ასევე overusing გულისხმობს არასაჭირო, არაფრის მომცემი, სარგებლის არმომტანი მედიკამენტის, თუ დანამატის ან ვიტამინის დანიშვნას.

ეს დღევანდელი case ნათელი მაგალითია overusing-ის. ახალგაზრდა ბიჭი ხელის ფრჩხილების დაზიანების მრავალთვიანი ანამნეზით

იმყოფებოდა რამოდენიმე სპეციალისტთან, მათ შორის არადერმატოლოგებთან.

ჩაუტარდა მრავალი ლაბორატორიული ანალიზი და დანიშნული ჰქონდა რამოდენიმე სისტემური თუ ადგილობრივი მედიკამენტი – რა თქმა უნდა უშედეგოდ.

გავუწიეთ უფასო კონსულტაცია, დაისვა სწორი დიაგნოზი, პაციენტს და მის მშობელს მიეწოდა სწორი ინფორმაცია პრობლემის შესახებ, მდგომარეობა გამოსწორდება რეკომენდაციების შესრულების შემდეგ რამოდენიმე თვეში.

პაციენტს არ სჭირდება ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევები, არ სჭირდება მედიკამენტური მკურნალობა,“- წერს ზაზა თელია.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …