მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოს ექთნების სიმცირით დსთ-ს ქვეყნებთან შედარებითაც კი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს

საქართველოს ექთნების სიმცირით დსთ-ს ქვეყნებთან შედარებითაც კი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს

საქართველოში ექიმებით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ევროპის რეგიონის, ევროკავშირის და დსთ ქვეყნების მაჩვენებლებს. ექთნებით უზრუნველყოფის მაჩვენებლები კი თითქმის ყველაზე დაბალია ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნებთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში „ჯანმრთელობის დაცვა საქართველო -2022“.

დოკუმენტის თანახმად, ევროპის რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში ერთ ექიმზე საშუალოდ 2-2.7 ექთანი მოდის და ამ მაჩვენებლის ზრდა პოზიტიურ ტენდენციად არის მიჩნეული. საქართველოში ეს მაჩვენებელი 0.98-ს შეადგენს

სტატისტიკის თანახმად, ქვეყანას ამ ეტაპზე 22490 ექიმი ჰყავს, საექთნო პერსონალის რაოდენობა კი 22078-ია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …