მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველო მაიმუნის ყვავილის აფეთქებაზე რეაგირების გეგმას შეიმუშავებს

საქართველო მაიმუნის ყვავილის აფეთქებაზე რეაგირების გეგმას შეიმუშავებს

დამტკიცდა „მაიმუნის ყვავილის შესაძლო გავრცელების და აღკვეთის დროს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება.

ბრძანების ერთერთი დანართის თანახმად, პაციენტის ბინაზე მართვის შემთხვევაში პირები, რომელთაც დიდი დაზიანებები აქვთ,  და  მათი დაფარვა არ არის შესაძლებელი (სახის დაზიანების გამოკლებით), აგრეთვე პირები რესპირაციული სიმპტომებით (მაგ; ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი) და გამონადენით დაზიანებული უბნიდან უნდა იქნენ იზოლირებულები ოჯახის დანარჩენი წევრებისა და შინაური ცხოველებისგან მოშორებით, რამდენადაც ეს  შესაძლებელია.

ინფიცირებულმა პირმა თავი უნდა შეიკავოს ცხოველებთან, მათ შორის შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან.

მაიმუნის ყვავილით დაავადებულმა პირებმა უნდა ატარონ სამედიცინო ნიღაბი, განსაკუთრებით მათ ვისაც აღენიშნებათ რესპირაციული სიმპტომები ( მაგ; ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ყელის ტკივილი) თუ ეს შეუძლებელია (მაგ; ბავშვები), ოჯახის სხვა წევრებმა უნდა განიხილონ სამედიცინო ნიღბის ტარება მაიმუნის ყვავილის მქონე პირთან ყოფნისას

პირდაპირი კონტაქტისას დაზიანებულ კანთან უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ხელთათმანი და გადააგდონ იგი გამოყენებისთანავე.

კანის დაზიანებული ნაწილები მაქსიმალურად უნდა იყოს დაფარული ( მაგ: გრძელსახელოებიანი მაისურის და გრძელტოტებიანი შარვლის გამოყენებით).   დაბინძურებული ნარჩენები (მაგ: სახვევები) უნდა გადაიყაროს ორმაგი შეფუთვით.

დოკუმენტის თანახმად, სავარაუდო შემთხვევად განიხილება პირი, რომელიც

აკმაყოფილებს ჩამოთვლილთაგან ერთ ან მეტ კრიტერიუმს:

გააჩნია ეპიდემიოლოგიური კავშირი (პირისპირ ექსპოზიცია, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, რომელიც არ იყენებდა თვალისა და სასუნთქი გზების დაცვას); პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი კანსა და კანზე არსებულ წყლულებთან, მ.შ. სქესობრივი კონტაქტი; ან კონტაქტი კონტამინირებულ საგნებთან (სავარაუდო ან დადასტურებული შემთხვევის მიერ, სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში მოხმარებული ტანსაცმელი, თეთრეული და ჭურჭელი).

აქვს სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში, მაიმუნის ყვავილის ენდემურ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია

სიმპტომების დაწყებამდე 21 დღის განმავლობაში, ჰქონდა მრავლობითი ან ანონიმური სქესობრივი პარტნიორი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ როგორც კი მოხდება შესაძლო შემთხვევის გამოვლენა,  უნდა მოხდეს მისი კონტაქტების იდენტიფიცირება და მოკვლევა. კონტაქტების ინფორმირება უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირებიდან 24 საათში.   კონტაქტად ითვლება პირი,  რომელსაც შემთხვევასთან ჰქონდა,   სიმპტომების დაწყებიდან    სრული ალაგებამდე, ქვევით ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სახის კონტაქტი: პირდაპირი ფიზიკური კონტაქტი, მათ შორის სქესობრივი კონტაქტი, კონტაქტი დაბინძურებულ მასალებთან, როგორიცაა ტანსაცმელი ან თეთრეული.

კონტაქტების მონიტორინგისას საყურადღებო სიმპტომებს მიეკუთვნება თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ყელის ტკივილი, სისუსტე, დაღლილობა, გამონაყარი და ლიმფადენოპათია. კონტაქტებმა უნდა აკონტროლონ ტემპერატურა დღეში ორჯერ.

ბრძანება ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის დატრენინგებასაც: „მაიმუნის ყვავილით გამოწვეული დაავადების მოლოდინში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის მხრიდან საჭიროა სამედიცინო პერსონალის მომზადება და სიფხიზლის მომატება, ასევე სათემო ორაგნიზაციების ინფორმირება და ცოდნის დონის ამაღლება.

საბაზისო ტრენინგები უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო დაწესებულებების, ასევე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლებს.  ამასთან, ბრძანების თანახმად, უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი  და რისკის კომუნიკაციისა და შემუშავდეს საზოგადოებასთან ჩართულობის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმა, ასევე მაიმუნის ყვავილის ვირუსით გამოწვეულ ეპიდაფეთქებაზე რეაგირების ოპერაციული გეგმა,  საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია: რას წარმოადგენს მაიმუნის ყვავილი, როგორ ვრცელდება, გადაცემის გზები; ვინ იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ; როგორ უნდა დავიცვათ თავი.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …