მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » „საქართველო იქნება პრაქტიკულად პირველი ქვეყანა, რომელიც აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლს შექმნის“

„საქართველო იქნება პრაქტიკულად პირველი ქვეყანა, რომელიც აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლს შექმნის“

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანისა და ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროტოკოლის შემუშავების საკითხზე პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის ხელმძღვანელის ზაზა ლომინაძის თქმით, აღნიშნული დაავადების მკურნალობის პროტოკოლი მაისის ბოლოს მზად იქნება.

„თვის ბოლომდე დაიდება გაიდლაინი და პროტოკოლი აქონდროპლაზიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის შესახებ. შეთანხმება უმოკლეს ვადებში მოხდება და მინდა გითხრათ, რომ არცერთ ქვეყანას ეს გაიდლაინი არ აქვს და საქართველო პრაქტიკულად ამ საქმის პიონერი იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ პრეპარატი „ვოზორიტიდი“ საქართველოში იქნას შემოტანილი და ის მიიღონ იმ ბავშვებმა, რომლებსაც ეს პრეპარატი სჭირდებათ,“ – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პრეპარატის დაფინანსების მოთხოვნით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. 5 მაისს, ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მათ შეწყვიტეს თითქმის 20-დღიანი უწყვეტი საპროტესტო აქცია, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავდნენ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …