მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველო C ჰეპატიტთან ბრძაოლაში სხვა ქვეყნებს დაეხმარება – თბილისში ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა

საქართველო C ჰეპატიტთან ბრძაოლაში სხვა ქვეყნებს დაეხმარება – თბილისში ჯანმოს კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა.

ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.

უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა.

მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, კოლაბორაციული ცენტრის  გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.

კერძოდ, კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით საქართველოს ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება,მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება  და წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება.

ღონისძიებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროცესში მონაწილე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები , ასევე დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

“ეს  დიდი მოვლენაა და მხოლოდ აქ მომუშავე გუნდის აღიარებას სცილდება. ეს არის მაღალი დონის პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების, აქ დასაქმებულთა მაღალპროფესიონალურად მუშაობის, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ეფექტური თანამშრომლობის, საჯარო თუ კერძო სექტორის, საზოგადოებრივი აქტორებისა და პაციენტთა ასოციაციების ერთობლივი მუშაობის შედეგი,” – განაცხადა  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა სენად ჰანდანაგიჩმა კი აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მოუთმენლად ელის ამ პარტნიორობის გაგრძელებას აშშ-სა და ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციულ ცენტრს შორის. “ამ ელიმინაციის მცდელობებმა გააუმჯობესა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოტივაციას შეუქმნის სხვა ქვეყნებს გააუმჯობესონ და დაიწყონ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები საკუთარი ხალხისთვის,” – განაცხადა ჰანდანაგიჩმა.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …