მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარება ოჯახის ექიმადაა გადაქცეული
ქვეყნის ჯანდაცვაში წლების მანძილზე ძირითადი აქცენტი მცდარად კეთდებოდა

სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარება ოჯახის ექიმადაა გადაქცეული

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო პროფესიონალი გუნდისგან შედგება.

როგორც მინისტრმა აღნიშნულ საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით, საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხი გაუმჯობესდება და მინიმალური გახდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სამკურნალოდ.

„ჩვენ გადავედით მოსამზადებელი ფაზიდან მოქმედების ფაზაზე. გავაფორმეთ თანამშრომლობა პროფესიონალების გუნდთან, რომლებთან ერთადაც საყოველთაო ჯანდაცვის ხარისხს გავზრდით და მინიმალური გახდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ ეძებენ მკურნალობას. ამ მიმართულებით უკვე გვაქვს კონკრეტული ხედვა, სამუშაო გეგმა“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, სერგენკომ ჯანდაცვის სამინისტროს იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომლებიც აღნიშნული გეგმის განხორციელების პროცესში უნდა გამოსწორდეს.

„ჩვეულებრივ განვითარებად ჯანდაცვის სისტემებში, მოსახლეობის 80% -ის საჭიროებებს აგვარებს ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკა და მხოლოდ 20%-სას – სტაციონარი. ჩვენთან არის პირიქით – 80% პაციენტების მიდიან პირდაპირ სტაციონარში.

ეს ხდება 2 მიზეზით, რომ პირველადი ჯანდაცვა სერიოზულ რეფორმას საჭიროებს და მეორე, რომ ჩვენ ექიმები ვერ ვუხსნით პაციენტებს იმის საჭიროებას, რომ როგორ მიმართონ და მიდიან დაგვიანებით. მეორე მიზეზი, ეს არის სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელიც სამწუხაროდ გადაქცეულია მობილურ აფთიაქად და მობილურ ოჯახის ექიმად.

ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებას“, – აცხადებს სერგეენკო.

ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოს ჯგუფთან გრძელვადიან ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოაწერა.

info9.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …