მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სამი წელია, საქართველოში 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ფაქტები არ დაფიქსირებულა

სამი წელია, საქართველოში 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის ფაქტები არ დაფიქსირებულა

სამი წელია, საქართველოში 15 წლამდე ასაკის გოგონებში აბორტის გაკეთების ფაქტები არ დაფიქსირებულა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, ამ ასაკობრივ ჯგუფში ბოლო აბორტი 2017 წელს გაკეთდა და აღნიშნულ წელს ეს ერთადერთი ასეთი შემთხვევა იყო. 2016 წელს კი 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში 19 აბორტი გაკეთდა.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში იკლებს აბორტების ჯამური რაოდენობაც – 2020 წელს ქვეყანაში 19 ათასი აბორტი გაკეთდა,  წინა წელს ეს მაჩვენებელი 21600, 2018 წელს კი 22700 იყო.

2020 წლის მონაცემებით,  16-20 წლამდე ასაკის გოგონებში  აბორტი 372-მა მათგანმა გაიკეთა. იმავე წელს ორსულობის შეწყვეტის 197 შემთხვევაა დაფიქსირებული  45 წელს გადაცილებულ ქალებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შეფასებით, აბორტების მაჩვენებელი რეპროდუქციული ასაკის 1000 ქალზე საქართველოში შუალედურ პოზიციას იკავებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის და განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს აღემატება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …