მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სამედიცინო ჰოლდინგის დორექტორად ჯაბა სირბილაძე დაინიშნა

სამედიცინო ჰოლდინგის დორექტორად ჯაბა სირბილაძე დაინიშნა

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ჯაბა სირბილაძე დაინიშნა.

ჯაბა სირბილაძე მანამდე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი იყო, იქამდე კი, რამდენიმე წლის განმავლობაში მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.

სამედიცინო ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს მათ შორისაა აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.

სირბილაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მენეჯერი, სამკურნალო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი). აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ჰოსპიტალში მუშაობის გამოცდილებაც.

მანამდე ჰოლდინგს გვანცა გასვიანი ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი კადრია ჯანდაცვის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ილია ღუდუშაურიც.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …