მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის რეფორმით ფულს დაზოგავს
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად.

სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის რეფორმით ფულს დაზოგავს

ჯანდაცვის პირველადი რგოლის დადებით მხარეებზე ისაუბრა სამედიცინო ცენტრ „ევექსის“ ოჯახის ექიმმა და კარდიოლოგიმა ნინო ჯაყელმა. მედიკოსის განცხადებით ეს რეფორმა სახელმწიფოს მისცემს საშუალებას დაზოგოს დამატებითი ხარჯები.

,,ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განხორციელება, რა თქმა უნდა, აუცილებელი და დროულია. ექიმებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება ყოველთვის მისაღებია. თუ ჯანდაცვის პირველად რგოლზე ნორმალურად იქნება მართული პაციენტი, შესაბამისად, ნაკლები ჰოსპიტალიზაცია იქნება საჭირო.

ადრე თუ მეტი რესურსი სჭირდებოდა სახელმწიფოს, ამ რეფორმით ის დაზოგავს ამ ფულს და ბევრად მეტსაც.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის წარმატებით განხორციელებისთვის ალბათ საჭიროა, რომ უკეთესად მოხდეს კლინიკების აღჭურვა თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით,  უნდა დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები, პაციენტები უნდა მიაბან კონკრეტულ ექიმს და ასე შემდეგ.

სამუშაო, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან,  საკმაოდ ბევრია.  ოჯახის ექიმის მიერ კარგად და ხარისხიანად მართული პაციენტი ყოველთვის ხარჯთეფექტურია, რადგან მართულია მისი ჰოსპიტალიზაცია და ნაკლებია მისი ემერჯენსში მოხვედრის შანსი.

რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, ჩვენი კლინიკა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ხალხი, ძირითადად, კერძო დაზღვევით მოდის, თუმცა მოდიან მოხუცები, სტუდენტები და ორსულები საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, რომლებიც ძალიან კმაყოფილები არიან როგორც სერვისით, ასევე ხელშეკრულების პირობებით. უკმაყოფილო ნამდვილად არავინ  რჩება’’, –

განაცხადა ჯაყელმა და დასძინა, რომ ამ პროგრამამ ხალხს მისცა საშუალება,  საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაწყების თაობაზე საჯარო განცხადება მინისტრმა სერგეენკომ ახლახანს გააკეთა. ეს რეფორმა  საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება.

რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას.

presa.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …