მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვის უცხოეთში მკურნალობას სრულად დააფინანსებს

სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა ბავშვის უცხოეთში მკურნალობას სრულად დააფინანსებს

სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების ყველა ბავშვს მკურნალობას სრულად, მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში დაუფინანსებს.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობას და ამ მიზნით წელიწადში 10 მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა საქართველოში ჯერჯერობით არ არის შექმნილი პირობები, რომ მათ სრულყოფილი და მაღალი ხარისხის სერვისები მივაწოდოთ და ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ, ისეთი სერვისები, როგორიცაა

პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რასაც მრავალი ათასი დოლარი, ზოგ შემთხვევაში კი 100 ათასი დოლარი სჭირდება.

„300 ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელ მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. 30 მიოლიონ ლარამდე იქნება და სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს – ცხოვრების, მკურნალობის, მგზავრობის,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ესაა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …