მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საერთაშორისო გამჭვირვალობა პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა პირველადი ჯანდაცვის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსის, მიხეილ კუკავას აზრით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვის.

კუკავას განცხადებით ამ მიმართულებით სამინისტრო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.”პირველადი ჯანდაცვის რგოლი საქართველოში რომ გასაძლიერებელი და განსავითარებელია, ამაში ახალი არაფერია. იმისათვის, რომ სტაციონარში ბევრი პაციენტი არ გადავიდეს, საჭიროა ძლიერი პირველადი რგოლი. სტაციონარებში რთული სიტუაცია გვაქვს. გადატვირთულია როგორც გეგმიური, ასევე, გადაუდებელი სტაციონარი. ეს სწორედ პირველადი რგოლის სისუსტის ნიშანია. საჭიროა მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.

ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვის რგოლი განვითარებულია, ეს პრობლემა არ დგას. ეს უმნიშვნელოვანესი, თუმცა, ურთულესი რეფორმაა. შეიძლება ითქვას, რომ არათუ ჯანდაცვაში, ასეთი სირთულის რეფორმა არც ერთ სფეროში არ განხორციელებულა საქართველოში. აღნიშნული წამოწყება მოითხოვს დიდ ხარჯებს. სერიოზული მომზადებაა საჭირო. რეფორმის სირთულე იმაშიც მდგომარეობს, რომ განხორციელების შემდეგ, მისი შედეგების შენარჩუნებაც სიძნელეებთანაა დაკავშირებული“, – აცხადებს მიხეილ კუკავა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო“ აუცილებლად განახორციელებს მონიტორინგს რეფორმის განვითარების პროცესში.   „მუდმივად გვაქვს კავშირი სამინისტროსთან, მუდვიმად ვითხოვთ ახალ ინფორმაციას და არაერთ საბჭოში ვართ გაწევრიანებული ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით. ასევე, აღსანიშნავია საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ როლი ამ წამოწყებაში, რადგან რეფორმის წარმატებით განხორციელება მათზეც იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა მიხეილ კუკავამ.

პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის დაწყების შესახებ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. აღნიშნული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …