მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » როდესაც პაციენტი ოჯახის ექიმს იძახებს მას 2 კვირის მანძილზე ლოდინი არ უნდა უწევდეს
როდესაც ავადმყოფი ოჯახის ექიმს იძახებს ის 2 კვირის შემდეგ კი არ უნდა მიდიოდეს პაციენტთან არამედ უნდა ახდენდეს ოპერატიულ რეაგირებას.

როდესაც პაციენტი ოჯახის ექიმს იძახებს მას 2 კვირის მანძილზე ლოდინი არ უნდა უწევდეს

თბილისი (BPI) – პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას ეხმაურება თბილისის სასწრაფოს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი თემურ ბარკალაია. ბარკალაიას მოსაზრებით დღეს მწვავედ დგას ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების პრობლემა, რომლებიც სათანადო მომსახურებას ვერ იღებენ ამბულატორიებში და ამის გამო მთელი დატვირთვა სასწრაფო სამედიცინო სამსახურზე მოდის.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პირველად რგოლში არსებულ პრობლემებზე, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების პრობლემას, – პაციენტები რომლებიც დღეში საშუალოდ 2–12 ჯერ იძახებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. დიახ გვქონია შემთხვევები, როდესაც ერთ პაციენთან 12 ჯერ გავსულვართ. ამ სიტუაციის გამოსწორების გზა არის უბნის ექიმის ინსტიტუტში.

უბნის ექიმში მე არ ვგულისხმობ ფორმალურ უბნის ექიმს, რომელიც სამწუუხაროდ დღეს ხშირად გხვდება, არამედ რელური უბნის ექიმი რომელსაც არც გამოძახებაზე სახლში მისვლა დაეზარება პაციენტთან და რომელიც თავის კონტიგენტს სრულფასოვნად და გულისყურით მიხედავს.

მეტად საგულისხმოა ასევე ოჯახის ექიმების ოპერატიულობა, ამაში კი ვგულისხმობ შემდეგს, რომ როდესაც ავადმყოფი ოჯახის ექიმს იძახებს ის 2 კვირის შემდეგ კი არ უნდა მიდიოდეს პაციენტთან არამედ უნდა ახდენდეს ოპერატიულ რეაგირებას. თუ ამისთვის პირევლად რგოლში არ ყოფნით ექიმები, აუცილებლად უნდა დაამატონ კვალიფიციური კადრები, რათა გამოსწორდეს რიგითობის პრობლემა და პაციენტს არ უწევდეს ექიმის ლოდინი“, – მიაჩნია ბარკალაიას.

მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის ექიმმა პასუხისმგებლობა არ მოიხსნას პაციენტზე და არ უნდა გადააბაროს ის სასწრაფო დახმარებას, ანუ ოჯახის ექიმმა პაციენტი არ უნდა გაუშვას სახლში გაურკვევლ მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების იმედათ.

„მსგავსი მიდგომა ჩემი აზრით გამოიწვევს არამხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების განტვირთვას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება გამოძახებების ხარისხზე, არამედ მსგავსი მიდგომით შესაძლებელი იქნება იგივე ცენტრალური ბიუჯეტის განტვირთვაც“

ბარკალაიამ ასევე ოჯახის ექიმების ანაზღაურებაზეც ისაუბრა.

„მოდი ვიყოთ პირდაპირები, ოჯახის ექიმები რომლებიც დღეს არიან პოლიკნილიკებში არაფერს არ აკეთებენ, ფაქტიურად უაზროდ დადიან და თავიანთი ფუნქციების 10% კი არ ასრულებენ ამიტომაც ის ანაზღაურება რაც დღეს ამ რგოლის ექიმებს აქვთ არის აბსოლუტურად ადეკვატური.

თუ ეს ხალხი პირველად ჯანდაცვაში რელურად ჩაერთვება და დაიწყებს იმ ფუნქციების ღირსეულად შესრულებას, რაც მათ ევალებათ მაშინ, რასაკვირველია, შეიძლება ანაზღაურების გაზრდაზე საუბარი“, – განაცადა ბარკალაიამ და დასძინა რომ რეფორმის წარმატებით დასრულებისთვის სამინისტრომ აუცილებლად ზედმიწევნით უნდა გაწეროს ყველა ნაბიჯი და რეფორმის მიმდინარეობაზე უნდა იყოს მკაცრი კონტროლი.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …