მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავეს

რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავეს

„რევმატოიდული ართრიტის  მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, ბიოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პაციენტების მკურნალობა.  მკურნალობის გარეშე დაავადებასთნ ერთად ცხოვრება გაუსაძლისია. აუცილებელია არსებობდეს სახელმწიფო პროგრამები, მხარდაჭერა თუნდაც თანადაფინანსების სახით და აშ. იმისთვის რომ ჩვენ, პაციენტებმა შევძლოთ ცხოვრება ტკივილის გარეშე, – ნათქვამია რევმატოიდული ართრიტის  მქონე პაციენტების განცხადებაში.

მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შემუშავებულია რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის მიერ და მიმართულია . თბილისის მერიისადმი რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მკურნალობის დროული დაფინანსების თხოვნით

პეტიციის საფუძველს დააავადების სიმწვავე და მისი პროგრესირება წარმოადგენს:

რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური, ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახსრების პროგრესირებადი, შეუქცევადი დაზიანება და  ქმედუუნარობის განვითარება. ყოველი მეასე ადამიანი დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, ქალები 3-ჯერ ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები და დაავადება უპირატესად ვითარდება 35-60 წლის ასაკის ინდივიდებში.  გლობალური სტატისტიკის მიხედვით  რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა 2/3 აღენიშნება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ქმედუუნარობა, ხოლო 10%-ს – მძიმე ქმედუუნარობა. განვითარებად ქვეყნებში პაციენტთა ნახევარი დიაგნოზის დასმიდან 10 წლის განმავლობაში კარგავს სამსახურს და შესაბამისად საარსებო წყაროს. რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა შესაძლებელია შემცირდეს 5-10 წლით.  რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს. პირველი ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და გლუკოკორტიკოსტეროიდები, იძლევა მხოლოდ სიმპტომურ შვებას, მაშინ, როცა მეორე ჯგუფის პრეპარატები (დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული მედიკამენტები და ბიოლოგიური პრეპარატები) განაპირობებენ  რევმატოიდული ართრიტის პროგრესირების შეფერხება/შეჩერებას და სახსრების ფუნქციის შენარჩუნებას.

საერთაშორისო  რეკომენდაციების (EULAR, ACR)  მიხედვით მკურნალობა იწყება დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თერაპია შედეგს არ იძლევა, ეფექტი არასაკმარისია ან აღინიშნება აუტანლობა ამ პრეპარატებისადმი)საჭიროა მკურნალობის სქემას დაემატოს ბიოლოგიური მედიკამენტები.

ბიოლოგიური პრეპარატების ჯგუფს მიეკუთვნება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიმსივნის მანეკროზებელი ფაქტორი ალფას ინჰიბიტორები, ინტერლეიკინის ინჰიბიტორები, B უჯრედებზე მიმართული პრეპარატები. აღნიშნული მედიკამენტები კარგიდან საუკეთესო შედეგს იძლევა დაავადების პროგრესირების შეფერხებისა და სახსრების ფუნქციის შენარჩუნების თვალსაზრისით, თუმცა მათი მაღალი ფასი განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ ერთეული პაციენტები იღებენ ადექვატურ მკურნალობას.

საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ პაციენტებს 2020 წლიდან უფინანსდებათ მკურნალობა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებს, ხოლო თბილისში და სხვა რეგიონებში ბიოლოგიური თერაპია ჯერ კიდევ არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამიტომ იგი არ არის ხელმისაწვდომი პაციენტთა  უმრავლესობისთვის.  პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ ქმედუნარიანობა მხოლოდ იმის გამო, რომ სრულფასოვნად ვერ იტარებენ საჭირო მკურნალობას ფინანსების არარსებობის გამო.

პაციენტების თხოვნაა, სახელმწიფომ დააფინანსოს იმ რევმატოიდული ართრიტით დაავადებული  პაციენტების  ბიოლოგიური პრეპარატებით მკურნალობა, რომლებიც რეზისტენტულნი არიან დაავადების მამოდიფიცირებელი ანტი-რევმატიული  მედიკამენტებით მკურნალობისადმი ან აღენიშნებათ აუტანლობა მათ მიმართ.

რევმატოიდული ართრიტი და საერთოდ სახსრების დაავადებები ძალიან რთული პრობლემაა, რომელიც გავრცელებულია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. თუ მკურნალობა მიზანმიმართულად არ არის ჩატარებული სავალალო მდგომარეობამდე მივყევართ. ფაქტობრივად, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის პირები ხდებიან. აქედან გამომდინარე, დროულად დაწყებული მკურნალობა ეფექტურ შედეგს იძლევა, დღევანდელი დღე მისასალმებელია, რადგან ყველა თემის აქტუალიზაცია შედეგის და იმედის მომცემია, აქტიურობას და საზოგადოების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე,მინდა გითხრათ, რომ საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანია. რასაკვირველია,სახელმწიფო პასუხისმგებელია და რევმატოიდულ ართრიტის მკურნალობის ხელშეწყობაზე,” –  განმარტავს პედიატრ-რევმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი  მაკა იოსელიანი.

გადადით ბმულზე  https://manifest.ge/item/3728/signiture მოაწერეთ ხელი პეტიციას, გაავრცელეთ თქვენს სოციალურ ქსელებში და ასე გამოხატეთ მხარდაჭერა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების მიმართ.

 

 

 

 

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …