მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რეგიონებში ოჯახის ექიმებს მათი შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ
ის ანაზღაურება, რაც ახლა რეგიონებში ოჯახის ექიმებს აქვთ, არ არის მათი შრომის შესაბამისი“– აღნიშნა ოჯახის ექიმმა, ანა ანთაძემ.

რეგიონებში ოჯახის ექიმებს მათი შრომის შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ

პირველად რგოლში რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას ბათუმის საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრის ოჯახის ექიმი ანა ანთაძე აღნიშნავს, რომ პირველად ჯანდაცვას ბოლო დროს წინა წლებთან შედარებით მეტი ყურადღება დაეთმო, მაგრამ მაინც არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია.

„კონკრეტულად ჩვენი ამბულატორიის მაგალითზე ნახავთ, რომ მედპერსონალს არასათანადო პირობებში უწევს  მუშაობა.  ჩვენთან ექიმის კაბინეტის კარი ფაქტობრივად, არ იკეტება, საკმაოდ ბევრი პაციენტი აკითხავს ოჯახის ექიმებს. უკმაყოფილო რომ იყვნენ მომსახურებით, ალბათ, არც მოვიდოდნენ.

რა თქმა უნდა, პაციენტის ჯანმრთელობა უპირველესია, მაგრამ ხომ არსებობს ექიმის ინტერესებიც?! საკმაოდ დაბალი ანაზღაურების საფასურად გვიწევს დატვირთულ რეჟიმში მუშაობა. თუ რეფორმის ფარგლებში გაიზრდება პირველადი რგოლის დაფინანსება, ლოგიკურია, რომ ექიმებს უფრო მეტი მოტივაცია და შემართება ექნებათ. ის ანაზღაურება, რაც ახლა რეგიონებში ოჯახის ექიმებს აქვთ, არ არის მათი შრომის შესაბამისი“– აღნიშნა ოჯახის ექიმმა, ანა ანთაძემ.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. რეფორმა ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლერებასა და განვითარებას გულისხმობს, რამაც დაავადებათა პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას უნდა შეუწყოს ხელი. რეფორმის მომზადებასა და მის შემდგომ განხორციელებაში ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტაციას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალური ალიანსი“ უწევს.

1news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …