ზვიად დევდარიანი: რეგიონებში მოსახლეობა პირველადი ჯანდაცვის აუცილებლობაზე საუბრობს.საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პარალელურად, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის რეფორმა იწყება.
რეფორმაზე მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. პირველადი ჯანდაცვა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა.
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ „სიდა“ ჯანდაცვის მიმართულებით არ მუშაობს, მოსახლეობასთან შეხვედრი დროს პირველადი ჯანდაცვის კუთხუთი პრობლემები გამოიკევთა. განსაკუთებით კი მაღალმთიან რეგიონებში. ისინი პირველადი ჯანდაცვის აუცილებლობაზე საუბრობენ.
„მიუხედავად იმისა, რომ „სიდა“ კონკრეტულად ამ მიმართულებით არ მუშაობს, მოსახლეობასთან შეხვედრებისას რამდენიმე საგულისხმო პრობლემის შესახებ მოგვისმენია. ცოტა ხნის წინ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები, მათ პრობლემებს ვიკვლევდით.
მახსოვს, აჭარის რეგიონის მოსახლეობა გვიყვებოდა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც სასწრაფოს მანქანამ დაიგვიანა და ვიდრე ავადმყოფი მიიყვანეს დანიშნულების ადგილას, ეს ადამიანი გარდაიცვალა. მიზეზი სამედიცინო დაწესებულების სიშორე იყო. გარდა ამისა, ისინი სოფლის ექიმის კვალიფიკაციასაც ემდუროდნენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათ ხელშესახები პირველადი დახმარების გაწევა უჭირთ.
ფაქტია, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი როლი პირველად ჯანდაცვას, პრევენციას უჭირავს, სახელმწიფოებს ურჩევნიათ, რომ გარკვეული ტიპის ფინანსური დაბანდება მოახდინონ პრევენციაში იმისთვის, რომ შემდეგ არ მოუწიოთ დიდი კაპიტალდაბანდება სტაციონალურ მკურნალობაში. ლოგიკურია, რომ ხელი შეუშალო დაავადებების გავრცელებას, ვიდრე გართულებული დაავადების მკურნალობის დაფინანსება გიწევდეს”, – განაცხადა დევდარიანმა.