მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რეფორმა პირველ რიგში, პირველადი რგოლის ექიმების განათლებას უნდა შეეხოს
რეფორმა პირველ რიგში, პირველადი რგოლის ექიმების განათლებას უნდა შეეხოს,,პრობლემები შესაძლებელია ექიმების დაბალი ხელფასის ბრალიც იყოს.

რეფორმა პირველ რიგში, პირველადი რგოლის ექიმების განათლებას უნდა შეეხოს

ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სისტემაში დაგეგმილ პირველადი რგოლის რეფორმას რეჟისორი თინათინ გურჩიანი გამოეხმაურა. 

მისი აზრით, რეფორმირება პირველ რიგში, უნდა შეეხოს პირველადი რგოლის ექიმების განათლებას, მათ კავლიფიკაციას.

„დღევანდელი მდგომარეობით, მე თავს ვარიდებ საქართველოში ოჯახის ექიმთან მისვლას. ერთხელ დამჭირდა და უკმაყოფილო დავრჩი. თუ  ვნახავ, რომ მედპერსონალი მაღლკვალიფიციურია, რა თქმა უნდა, აქაც მივალ.

ამ ეტაპზე, მე მაინც ჩემს მეგობარ კვალიფიციურ ექიმებთან მისვლას ვანიჭებ უპირატესობას. რეფორმირება რომ აუცილებელია ეს ფაქტია, თუმცა არ ვიცი ეს როგორ მოხდება.  პრობლემები შესაძლებელია ექიმების დაბალი ხელფასის ბრალიც იყოს”, – ამბობს გურჩიანი.

გურჩიანი C ჰეპატიტის ელიმინაციისა და ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამებს დადებითად აფასებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებული, ჯანმრთელობის დამანგრეველი ვირუსის აღმოფხვრა ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო ის რომ ადამიანებს უსასყიდლოდ შეუძლიათ გადაუდებელი ოპერაციების ჩატარება, დიდი სიკეთეა. 

პრევენციულ მედიცინასთან დაკავშირებით გურჩიანი ამბობს, რომ თუ პრევენციული მედიცინა განვითარდება სახელმწიფოსთვის და კონკრეტული ოჯახებისთვის თანხები დაიზოგება.

„თუმცა, სისტემა უფრო მარტივი უნდა იყოს  და არ უნდა გიწევდეს მისვლა უამრავ ადგილას. დასავლეთში სულ სხვა სისტემაა, სადაზღვევო სისტემაც უფრო განვითარებულია. პრევენციული მედიცინა კი წინ არის წამოწეული.

სახელმწიფოს მხარდაჭერაც მიმართულია პრევენციულ მედიცინაზე. მე გერმანიაში და ავსტრიაში მიწევს ექიმთან მისვლა. იქ საკუთარი ბარათით მიდიხარ ექიმთან და პროცედურები გამარტივებულია, აქ კი რიგებში გიწევს დგომა.

დასავლეთში, სისტემაში მოხვედრისთანავე ყველა პროცედურის გავლა თანმიმდევრული და მარტივია. ასევე, აღსანიშნავია დედებისა და ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მიდგომები, რაც კარგი იქნება თუ აქაც დაინერგება” – ამბობს თინათინ გურჩიანი.

შეგახსებეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ახალ პრიორიტეტად გამოაცხადა და ამ რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. რეფორმის პროცესში, სამინისტროს კონსულტაციებს  საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი” გაუწევს.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …